"საბურთალო" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩში "ორენბურგს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს, თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "საბურთალომ" საკონტროლო მატჩი რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ორენბურგთან" გამართა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

33-ე წუთზე ანგარიში ორენბურგელებმა ანზორ სანაიას გოლით გახსნეს, გაგი მარგველაშვილმა კი გათანაბრება თამაშის მიწურულს (90+5) მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ "საბურთალოში" დებიუტი ჰქონდა ზურაბ არზიანს, რომელმაც კლუბთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გააფორმა. რუსული გუნდის შემადგენლობაში კი სინჯებზე მყოფმა ელგუჯა ლობჯანიძემ მეორე ტაიმი ჩაატარა.

გია ჭიაბრიშვილის გუნდი მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს, დანიის პირველი ლიგის "ვეილესთან" გამართავს.

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე (ელვინ ტერა 60),
ნადარაია (ლაკვეხელიანი 39), ვაგნერი, ალთუნაშვილი (არზიანი 60), მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ფანცულაია (კოხრეიძე 54).
ორენბურგი: აბაკუმოვი, რუდენკო, ივანოვი, ჟუნიჩი, ანდრეევი, ბორდაჩევი, პომერკო, პარნიაკოვი, ბრეევი, შოგენოვი, დელკინი.
ცვლილებაზე შევიდნენ: სანაია, ლობჟანიძე, რუდაკოვი, კაიკოვი, კრივორუჩკო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული