ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე უზბეკური "ალმალიკი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 თებერვალს, თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან "ალმალიკთთან" ჩაატარა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ბელეკში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ნიკა კვანტალიანმა მე-6 წუთზე გახსნა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, მეორე ტაიმში კი თეიმურაზ შონიამ (53) გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. საბოლოო ანგარიში უზბეკებმა 87-ე წუთზე დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბათუმელებმა საკონტროლო მატჩები ჩერკასის "დნიპროსა" და უზბეკურ "აკჟაიკთან" გამართეს და ორივე შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს. ბელეკში დაბინავებული ლევან ხომერიკის გუნდი 20 თებერვალს ყარაღანდის "შახტიორს" დაუპირისპირდება, შეკრებას კი
ლუგანსკის "ზორიასთან" 22 თებერვალს დაგეგმილი სპარინგით დაასრულებს.

ბათუმის "დინამომ" "ალმალიკთან" ამ შემადგენლობით ითამაშა: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, თევდორაძე, ფონიავა, ქავთარაძე, კვანტალიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული