დარჩებოდა თუ არა ბრაზილიელი "დინამოში", ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბს შეკრებაზე უნდა მიეღო. ბათუმის "დინამოს" დირექტორ ოთარ ფედიჩკინის თქმით, ჟევინიომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა:
"ბრაზილიელი ფეხბურთელის დატოვება გადაწყვეტილია, მასთან უახლოეს დღეებში ორ ან სამწლიან კონტრაქტს გავაფორმებთ და მალე განაცხადშიც შევიყვანთ.
მეორე ახალწვეულიც, უკრაინელი თავდამსხმელი იაროსლავ კვასოვიც, არანაკლებ საინტერესო ფეხბურთელია. ის
საინტერესო ფაქტია - ბათუმელებმა გოგონათა გუნდი დააფუძნეს:
"უმაღლეს ლიგაში პირველები ვართ, ქალთა და ამპუტანტთა გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ. აქამდეც გვყავდა ფუტსალისა და პლაჟის ფეხბურთის გუნდები. ამდენად, სტრუქტურულად, საქართველოში სამაგალითონი ვართ.
ბუნებრივია, წლეულს მთავარ "დინამოს" უმძიმესი სეზონი ელის. წინასწარ ლაპარაკი და ტრაბახი არ გვსურს, მაგრამ იმედია, ჩემპიონატს ღირსეულად ჩავატარებთ".
ცნობილია, რომ ბათუმის "დინამოს" სპონსორი გახდა თურქული კომპანია "მეტრო", რასაც კიდევ ორი ახალი პარტნიორი მოჰყვა - "ევროპაბეთი" და ბათუმის საზღვაო ნავსადგური. ამაზე ფედიჩკინმა საინტერესო რამ გვითხრა:
"ბათუმის ნავსადგური 2017 წელს ნაწილობრივ დაგვაფინანსებს. გარდა ამისა, "მეტროსთან" მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ეს კომპანია მზად არის, "დინამოს" ფეხბურთელებთან კლუბის სახელფასო ვალდებულების გარკვეული ნაწილიც დაფაროს".
"ევროპაბეთთან" კი ხელშეკრულება 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ბათუმელები ამ წელს მაისურებზე სწორედ მის ლოგოს გამოსახავენ. ფედიჩკინმა სხვა ამ და კომპანიებთან თანამშრომლობის დეტალებიც გაგვიმხილა:
"დასამალი არ არის, რომ ამ კონტრაქტში "ევროპაბეთმა" კლუბს 50 ათასი ევრო დაურიცხა. ცხადია, დანარჩენ სპონსორებთან ურთიერთობაც სასარგებლო იქნება და ამაში, ჯამურად, დაახლოებით 300 ათასი ლარის მიღებას ვიმედოვნებთ.
ერთ ამდენს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მივიღებთ და კლუბის ბიუჯეტი 600 ათასი ლარით რომ შეივსება, პატარა ამბავია? თუმცა, მეტი შემოსავალიც გვქონია. 2016 წელს მოზიდულმა სასპონსორო თანხებმა ჯამში 351 ათას ლარს მიაღწია. არც ერთ სახელმწიფო კლუბს ამდენი არ მოუზიდავს".
ქართულ კლუბებში სპონსორების მოძიება რთულია, მაგრამ ბათუმელთა მაგალითი ამტკიცებს, რომ ეს შეუძლებელი სულაც არ არის:
"სხვათა შორის, ფონდის მიერ დაწესებული თანხები საკმაოდ აზარტულ ვითარებას ქმნის და სპონსორების მოძიებას გვაიძულებს. მუშაობაა საჭირო და არა - კაბინეტში ჯდომა.
მიმაჩნია, რომ სირთულეების მიუხედავად, სპონსორების მოზიდვა შესაძლებელია. ამას დაემატება ქულებისთვის დასარიცხი თანხები, ევროპის ლიგაზე ასპარეზობისთვის მისაღები ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული ბიუჯეტი გვექნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
?იმდნეჯერ გადმოსცეს რომ სტადიონის პროექტი არის სამხარაულში ექსპერტიზაზე და მარტისათვის იქნება პასუხიო, ამის შესახებ ყველაზე არაინფორმირებულებმაც კი იციან :)
უფრო მეტი პრობლემაა საწვრთნელი ბაზის შეჩერებული მშენებლობა.
რაზე ვსაუბრობთ საერთოდ ამის შემდეგ. კარგით რა!!!!!!! ბოლო, ბოლო მარტვილის მერანი გჯობიათ თქვენ ამ კუთხით.