რევაზ ჩელებაძე: სხვაგვარად ამ სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურამ" მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა. გია გურულის შეგირდებმა "ჩელე არენაზე" ლანჩხუთის "გურია" მიიღეს და ფრეს (2:2) დასჯერდნენ.

ქობულეთელთაგან თავი ლევან კუტალიამ და თბილისის "ლოკომოტივიდან" მოსულმა შერმადინ ართმელაძემ გამოიჩინეს, ხოლო ლანჩხუთელთაგან გოლები ქუთაისის "ტორპედოდან" მისულმა ალექსი ბენაშვილმა და ნიკა დადიანმა გაიტანეს.

"შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე კლუბის პრობლემებზე ლაპარაკობს:

"სამწუხაროდ, არსებული ვითარება გასაქანს არ გვაძლევდა და იძულებულნი გავხდით, უცხოურ შეკრებაზე უარი გვეთქვა და მოთამაშეებისთვის ხელფასის 40 პროცენტი დაგვეკლო.

ამის გამო ბიჭებთან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სწორედ ამ მიზეზით ვერ შევინარჩუნეთ
ზურაბ არზიანი
.

ახლა მხოლოდ ერთის იმედი გვაქვს - ჩემპიონატში რაც შეიძლება წარმატებით ვითამაშოთ და იმდენი ქულა დავაგროვოთ, რაც თანხის მიღების საშუალებას მოგვცემს. იქნებ ბიჭებს დანაკლისი ამით მაინც ავუნაზღაუროთ.

კიდევ ერთი იმედი სპონსორების მოზიდვას უკავშირდება. სხვაგვარად ამ სეზონში კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", - წუხს ჩელებაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
"ჩელე"ნტანო ;)
Eric cantona
02 მარტი 2017 10:36
0
ჩელე ნუ ახურებ ერთი თუ ძმა ხარ.
CHEROELI
01 მარტი 2017 14:30
0
ისე ამ კაცს რა უნდა ვერ გავიგე,როგორ სჰეილება ყველა სეზონის დაწყების წინ ,სახელმწიფოსკენ იშვირო ხელი გინდა თუ არა დამეხმარეო...ჯიბისთვის რო არ ფიქრობდე სპონსორიც გეყოლებოდა აქამდე და ამბიციური გუნდიც,მაგრამ სჰენ ვერ ძგები
aba hee
01 მარტი 2017 12:47
0
პატივცემული "ჩელე" წუწუნებს სულლ ტყუილად, მან ერთი წლის წინ იცოდა რომ 2017 წლის სეზონში დაფინანსება ექნებოდა ყველაზე კარგ შემთხვევაში მილიონი ლარი და ისე უნდა მომზადებულიყო ეხლა რომ არ ეწუწუნა. სიონთან რომ წაეგო და რანგით ქვედა ლიგაში მოხვედრილიყო მისი ბიუჯეტი შვიდასიატასი იქნებოდა და მერე რაღას იზამდა ?ალბათ საპროტესტო აქციებს მოაწყობდა. რასაც გაძლევს ცავატანემ სახემწიფო ისე უნდა დაგეგმო რომ ჩაეტიო და პრეტენზიები არ უნდა გქონდეს. თუ არ მოგწეონს დავეთანხმები ბევრ სხვა კომენტარის ავტორებს და დაიხურე ქუდი და წაააააადი.
Eric cantona
01 მარტი 2017 10:40
0
ეს ჩელებაძე სულ ფულზე წუწუნობს. მართლა უხერხულია.
kika
01 მარტი 2017 09:42
0
ეს კაცი ყოველთვის სამარცხვინო შტაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ ინტერვიუში წუწუნის მეტს არაფერს აკეთებს. მოაშორეთ შუქურას დროულად, თორემ შანსიც არ ექნება წელს ამ გუნდს გადარჩენის.
კოტე
01 მარტი 2017 02:33
0
მაინტერესებს სულ რამდენი აქვთ ბიჭებს ხელფასი (შუქურაში რამდენი უნდა იყოს "მამენტ"...) რო 40% დააკელით.აბა ბოსები ხო არ დეიკლებდით სიმონ.მაგარი გამოსავალი გიპოვიათ.ბიჭებს თავისი გადაუხადე და შენ კიდე ადექი და საქმე გააკეთე!!ჩვენ ვიპოვოთ სპონსორები??!!არ გვეყოფა რასაც გაძლევთ თან სულ ტყუილად??!!დაჯექი და იწუწუნე აბა... თუ არ შეგიძლია საქმის კეთება დეიხურე ქუდი და წაი სახში
333
28 თებერვალი 2017 23:23
0
შუქურა სტატისტ სპარინგ პარტნიორია, სხვა კლუბებისათვის,ვერც გააგდებ და არც ამბიციები აქვს რაიმესათვის იბრძოლოს,არის და არის.
ჩავლენ ახლა სამტრედიაში, დაასახიჩრებენ 2-3 სამტრედიელს, ვალს მოიხდიან მინდორზე რბენით, წააგებნ 2 ბურთიანი სხვაობით და წავლენ სახლში.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
jarji21
28 თებერვალი 2017 21:43
0
ამ სეზონში ლოგიკურად ან ესენი უნდა გავარდნენ ან კოლხეთი :D მარა კოლხეთი ისეთი იღბალაა არამგონია. შუქურას პირველად არ აქვს ფინანსური პრობლემები, ეს არასწორი მენეჯმენტის ბრალია ელემენტარულად ხო უნდა გაწერო ხარჯები ბიუჯეტიდან გამომდინარე რო გეყოს მთელი სეზონი. სპონსორს რაც შეეხება როგორც ადრე ასევე ეხაც წარუმატებლად დამთავრდება მცდელობა :D ერთი ბათუმის დინამოა ნორმალური, ნამდვილად კარგია ამ საკითხში. არც ბაზა აქვთ არც სტადიონი მარა კი ყავთ სპონსორები.
pablito
28 თებერვალი 2017 17:27
0
kvela gundebma normaluri shekreba gaira, or-orjer ikvnen turketshi, kobuletis garda ra tkma unda da fexburtelebs xelfasi gaunaxevres, arz achmeven, arz bina chasul fexburtelebs. mere ki didi pretenzia eknebat shedegze...
revaz
28 თებერვალი 2017 17:20
0

სიახლეები პოპულარული