კაჭარავამ "დინამოსთან" თავის დამოკიდებულებასა და საბა ლობჟანიძის შესახებ ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავარ გუნდს ჩამოაშორეს.
- რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს
"თბილისის "დინამო" ჩემთვის უცხო არაა. ეს ჩემი ოჯახია, "დინამოთი" ვცხოვრობ. პატარაობიდანვე ამ კლუბში თამაშზე ვოცნებობდი. როგორც კი შანსი მომეცა აქ მუშაობის, სიამოვნებით დავთანხმდი.
"დინამოს" აუცილებლად გვერდში დავუდგები. აქ მყოფი ფეხბურთელები კარგი მომავლის იმედს იძლევიან. ორი წლის წინ "დინამოში" სხვა მოთხოვნები იყო, ახლა
"დინამოში" ადრეც მიმუშავია და არავიზე გავბრაზებულვარ. ვიმუშავე "ცხინვალშიც". საერთოდ, არსად უნდა მოიქცე ისე, რომ უკან დასაბრუნებელი პირი აღარ გქონდეს.
ფეხბურთში ფულს ყურადღებას არ ვაქცევ და მინდა ეს იცოდეთ. "ცხინვალში" ვიყავი და იქ ყველაფერი მაკმაყოფილებდა, მაგრამ ეს "დინამოა" და ვალდებული ვარ, მის გვერდში ვიყო. ჩემი ხედვა ასეთია.
რაც შეეხება საბა ლობჟანიძის საკითხს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მინდა მყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელსც "დინამოსთვის" თამაში სურს. აქ მყოფებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, თუ რა კლუბში არიან.
საბა "დინამოს" აღზრდილია. მე მისი აქ ყოფნა მინდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 19-წლამდელებში, როცა ის არავის ახსოვდა, მე წავიყვანე ხორვატიაში", - თქვა კაჭარავამ.
ასევე იხილეთ:
- რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!
- "დავრწმუნდი, ქართველზე გულიანად "დინამოს" ვერცერთი უცხოელი გაწვრთნის"