- რომან ფიფია: გადავწყვიტე, თბილისის "დინამოს" ბაზა ქალაქგარეთ გავიტანო!
კლუბის მფლობელმა, სხვა საკითხებთან ერთად, "დინამოდან" ვიაჩესლავ გროზნის წასვლასა და კახა კაჭარავას დანიშვნაზეც ისაუბრა. ფიფიას თქმით, ვერცერთი უცხოელი მწვრთნელი იმუშავებს "დინამოში" ისე გულიანად, როგორც ქართველი...
"კახა კაჭარავა დაბრუნდა "დინამოში". ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კრიტიკული მესიჯი წავიკითხე არა კახასადმი, არამედ მწვრთნელების ხშირ ცვლასთან დაკავშირებით.
რა არის, იცით?! კრიტიკა ძალიან
ვიაჩესლავ გროზნის შეექმნა ოჯახური პრობლემები და მისი მუშაობის პირობები ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ ადამიანურად დავშორდით ერთმანეთს. მისი მუშაობა, ვარჯიშები და სტილი მომწონდა, მაგრამ დღეს ის უკვე სახლშია, აქ კი კახა კაჭარავაა. ამით გროზნიზე საუბარს ვასრულებ.
კახას დიდი ხანია ვიცნობ. ის სულით და გულით დინამოელია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი წლის განმავლობაში არაერთი უცხოელი მწვრთნელი გვყოლია. სათითაოდ მათ დახასიათებას არ დავიწყებ, თუმცა ერთ რამეში დავრწმუნდი: ჩვენი საქმე ქართველმა უნდა აკეთოს! ისე გულიანად, როგორც ქართველი, "დინამოს" სხვა ვერ გაწვრთნის. მე ეს ვერცერთ უცხოელ მწვრთნელში ვერ დავინახე. ისინი აქ მუშაობდნენ, ოდნავ უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში კი წასასვლელად მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ.
არსად გვეჩქარება. გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამხელა ფუფუნება ამ მხრივ მართლა არასოდეს გვქონია. სამუშაო ძალიან ბევრია და მომავლის იმედით ვართ.
კაჭარავა ჩვენთვის უცხო არ არის. ამიტომ მას სრულ ნდობას ვუცხადებ და ის 3-წლიანი გეგმა, რომელზეც ვსაუბრობდით, მას ჩაბარდება. მთავარია, პროგრესი იყოს და ბავშვები სწორ გზაზე დადგნენ", - თქვა ფიფიამ.
გჯერათ რომ ბაზის გადატანის მიზეზი კორპუსიდან სავარაუდოდ გადმოგდებული ბოთლია?!
გჯერათ რომ არ არსებობს შესაძლებლობა გაკეთდეს "ვირტუალური ბოთლისგან" დამცავი ბადე ან სხვა საშუალება?!
ან დაგისვიათ შეკითხვა რატომ არის რომან ფიფია წარმატებული ბიზნესმენი (მილიონერი) და რატომ არ ხართ მილიონერი თქვენ??
იმიტომ რომ სიმართლე ასეთია:
1. რომან ფიფიას აქვს მილიონერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები. ანუ მას შეუძლია ფულის ჭკვიანურად შოვნა.
2. დღემდე რომან ფიფიას 200-მდე მილიონი აქვს მიღებული საბანკო კრედიტის სახით და გარანტიად ჩადებული აქვს დინამოს ქონება, მათ შორის ბაზა!
3. კორპუსები დინამოს ბაზის გარშემო ყოველთვის იდგა. ეს არ არის იქედან ბაზის გადატანის მიზეზი.
4. მცხეთაში ან სადმე თბილისის გარეუბანში მიწის ფასი დაახლოებით 10-ჯერ იაფია ვიდრე იქ სადაც დინამოს ბაზაა.
5.რამდენიმე წელიწადში მივიღებთ კორპუსებს, ბიზნეს-ცენტრებს დინამოს ბაზის ადგილას და ამით ფინანსურად იხეირებს სწორედ რომან ფიფია.
6. ხვალ ყველანი დინამოს ბაზის, ფიფიასგან დასაცავად უნდა გამოვიდეთ!
7. მილიონერებს ტვინი სხვანაირად აქვთ მოწყობილი. მათ შეუძლიათ წლები ელოდონ ნანატრ ფინანსურ მოგებას. ტრამპის მაგალითი აიღეთ, საქართველოს საფეხბურთო სამყარო კი არა ამერიკა "დააგოიმა". ან შორს რომ მივდივართ ჩვენ არ გვყავს მილიარდერი რომელმაც ცრუ დაპირებებით ქვეყანა ხელში ჩაიგდო?
8. რას ველოლიავებით ფიფიას? რა გააკეთა ამისთანა? დინამოს ძველი დიდება დაუბრუნა და როგორც უკრაინელმა ან რუსმა ბიზნესმენებმა (შახტიორი - ახმეტოვი, დნიპრო - კალამოისკი, ზენიტი - მილერი) ევროთასი მოაგვაგებინა ან ფინალში გაგვიყანა?? არაფერი მსგავსი!ჩემპიონთა ლიგის ან თუნდაც ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრაც კი სანატრელი გვაქვს!
9. რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ბიზნეს გეგმის განხორციელებაა რომლიდანაც მხოლოდ ფიფია დარჩება მოგებული.
10. დიღმის ბაზა ისეთივე სიმბოლოა როგორც დინამოს გერბი, დინამოს სტადიონი, ან 81 წელს მოგებული ევროპის თასების მფლობელთა თასი. ნებისმიერი ამ სიმბოლოს გაყიდვით დინამო აღარ იქნება დინამო!
არ დაბლოკოთ - ეს ჩემი როგორც გულშემატკივრის აზრია!