ამჟამად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა კლუბის საწყის ფასს ადგენს, რომლითაც ის აუქციონზე გავა. მოგეხსენებათ, იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა და სწორედ ამ ფასში უნდა გაყიდულიყო "ტორპედო", თუმცა არათუ არ გაიყიდა, არამედ გასაყიდად აუქციონზეც არ გასულა.
- ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ფასი 700 000 ლარია!
ამის მიზეზი კი, ქუთაისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, ვალუტის კურსია, რომელიც იანვარში ძალიან არასტაბილური იყო და ამან კლუბის ფასზეც
გამომდინარე იქიდან, რომ იანვრიდან დღემდე უცხოური ვალუტის კურსმა ლართან მიმართებით საგრძნობლად იკლო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ტორპედოს" ახალი საწყისი ფასი დაიკლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ "ტორპედოს" შეძენა ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას სურს, რომელიც ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავს. ამასთან, მზადაა, კლუბი წლიურად 500 000 ლარით დააფინანსოს.
იქნებ უადგილო შედარებად მოგეჩვენოთ მაგრამ ნაღდს გეტყვით:
2000$ ღირს კარგი თემატიკის მაგარი სარეკლამო ფუნქციონალით პერსპექტიული საიტის შექმნა და გაშვება. შემდეგ თვეში $3000 ახარჯავ "რასკრუტკაზე" და 6 თვეში ისე მიდის კარგი სეო-ს პირობებში საიტი და მისი რეიტინგი რომ ფასი აღწევს $500 000 საბაზრო დოლარს და მეტსაც, კონკრეტულ თემასაც გააჩნია,თუკი ამავე პერიოდში სატელიტი საიტებიც გაიჩინე თუნდაც 5-6 ცალი, ეს კიდევ $100 000 უმატებს და ხდება მინიმუმ $600 000 დოლარი ანუ 1.5 მილიონი ლარი .
ჰოდა ამიხსენით ახლა 6 თვის ინტერნეტ საიტი ღირს მეტი ვიდრე კლუბი 70 წლიანი ისტორიით?თქვენ ალაოდ ხომ აარა ხართ?ხომ არ დაგსიცხათ?რომელ ქვეყნებში და რომელ სპორტულ ორგანიზაციებში გქონდათ გაცხადებული რომ კლუბი იყიდება? ვინ იცის ამაზე საზღვარგარეთიდან?ეძებეთ კი ვინმე ინვესტორი?
ეს ძალიან საეჭვო და უმსგავსო რამ ხდება.