- ეროვნული ლიგა. II ტურის წინ: თბილისური დერბი და ჩემპიონი ვიცეს წინააღმდეგ
14:00 სთ-ზე თბილისურ დერბი დაიწყება - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.
კიდევ სამი მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება. სამტრედიაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონ "ჩიხურას" უმასპინძლებს. გორში "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა გაიმართება, ხოლო ქობულეთში ფოთის "კოლხეთი" თბილისის "საბურთალოს" მიიღებს. ამ მატჩების ხილვა გულშემატკივარს ინტერნეტში ლაივ-სთრიმით შეეძლება.
შეგახსენებთ,
ეროვნული ლიგა. II ტური
10 მარტი
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)
გაფრთხილება: გიგა მამულაშვილი (38), რომან ჩაჩუა (79), გიორგი კუხიანიძე (75), აზამატ ჯიოევი (89).
11 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
43: +6 =12 -25, 23-64
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
43: +6 =12 -25, 23-64
ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
კოლხეთი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 3-11
დისკვალიფიკაცია
ვლადიმირ კორობკა (კოლხეთი)
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
დილა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +9 =14 -26, 32-73
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =2 -2, 9:7