იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად ბევრად უფრო მაღალი შედეგიანობა იქნება.
- ეროვნული ლიგა 2. II ტურის წინ: "რუსთავი" - მარტვილში, "მერანი" - რუსთავში
ვიდრე თითოეულ წყვილს მიმოვიხილავდეთ, იმასაც ვიტყვით, ფეხბურთის გულშემატკივრებს II ტურის ხუთივე მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვის საშუალება ექნებათ! დედაქალაქურ დერბის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აჩვენებს, დანარჩენი ოთხი მატჩის პირდაპირ
10.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
შუქურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
8: +3 =3 -2, 11:10
დისკვალიფიკაცია
ჟეფინიო (შუქურა) - დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო)
შუქურა-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
8: +3 =3 -2, 11:10
დისკვალიფიკაცია
ჟეფინიო (შუქურა) - დავით ხურცილავა, შალვა ფურცხვანიძე (ორივე - ტორპედო)
ახალი სეზონის პირველ ტურში გია გურულის დამოძღვრილმა "შუქურამ" სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა თავის გულშემატკივრებს, როცა მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიასთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში ქულა მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ქობულეთის სტადიონის დისკვალიფიკაციის გამო "შუქურა" ამჯერად უკვე მასპინძლის რანგში ითამაშებს სამტრედიაში და ვნახოთ, თუ რამდენად შეძლებს სეზონის კიდევ ერთი ფავორიტი გუნდის "გამწარებას". არადა, ქობულეთელთა გუნდი ისედაც ვერ დაიკვეხნის გრძელი სათადარიგოთა სკამით და ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელის, ჯეფინიოს დისკვალიფიკაციაც სერიოზულ დანაკლისად უნდა მივიჩნიოთ.
სამაგიეროდ, მეტად სერიოზული კონკურენციაა "ტორპედოში" და გუნდის მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს, ამ მხრივ, საქმე მართლაც ამოსარჩევად აქვს.
სწორედ სოლიდური და დაბალანსებული შემადგენლობაც იყო იმის ერთ-ერთი ფაქტორი, სეზონის დაწყების წინ "ტორპედოს" ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი რომ მივაკუთვნეთ. თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ახალ სეზონში "ტორპედომ" ორივე ოფიციალური მატჩი წააგო: ჯერ - "სამტრედიასთან" (სუპერთასზე), მერე კი - "საბურთალოსთან". მაგრამ, ეროვნული ლიგა ხომ ჯერ ახლა დაიწყო...
11.03. თბილისი. "მიხეილ მესხი". 14:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
43: +6 =12 -25, 23-64
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
43: +6 =12 -25, 23-64
იმის მიუხედავად, რომ "დედაქალაქურ დერბიში" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "დინამოს" საგრძნობი უპირატესობა აქვს, მაინც გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ წყვილში ფავორიტის სტატუსი სწორედ კახა კაჭარავას გუნდს უნდა ჰქონდეს.
ისე, მართლაც საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს: ორივე გუნდმა ხომ პირველ ტურში გაიმარჯვა და წარმატებული სერიის გაგრძელებასაც, ყველა ვარიანტში, მაქსიმალურად შეეცდებიან; სხვა საქმეა, რომ ბოლო წლებში "დინამო" მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ ამარცხებდა "ლოკომოტივს": უკანასკნელი 11 დაპირისპირება არ წაუგია! "ლოკომოტივმა" ბოლოს 2008 წელს შეძლო ტიტულიანი მეტოქის დამარცხება, როცა ცენტრალური მცველის, ნიკა გუშარაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოიგო.
"ლოკომოტივის" შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია (გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, ირაკლი სიხარულიძე, ნიკა ჭანტურია, გიორგი ხიდეშელი), სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში" რომ გამოდიოდა და თითოეული მათგანიც, ალბათ, მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
"დინამოს" შემადგენლობა კი, მოგეხსენებათ, თითქმის სანახევროდ ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მოთამაშეს მოუწევს ყოფილ კლუბთან დაპირისპირება; თანაც, დინამოელთა ვეტერანი და "ცნობადი" ახალწვეულის, ლაშა სალუქვაძის მართლაც გამორჩეული საფეხბურთო კარიერა ხომ სწორედ "ლოკომოტივში" დაიწყო 17 წლის წინათ!
ცალკე საუბრის თემაა მწვრთნელების ფაქტორიც: "ლოკომოტივის" თავკაცს, გიორგი დევდარიანს 5 წლის წინათ მცირე ხნით მოუწია "დინამოს" თავკაცობა. აი, კახა კაჭარავამ კი თავისი სამწვრთნელო კარიერა 13 წლის წინათ სწორედ "ლოკომოტივში" დაიწყო...
11.03. ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
კოლხეთი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 3-11
დისკვალიფიკაცია
ვლადიმირ კორობკა (კოლხეთი)
კოლხეთი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 3-11
დისკვალიფიკაცია
ვლადიმირ კორობკა (კოლხეთი)
"შუქურას" მსგავსად, "კოლხეთსაც" სხვა ქალაქში მოუწევს ამ ტურში "საშინაო" მატჩის ჩატარება; ოღონდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "კოლხეთი" უკვე კარგა ხანია "მიჩვეულია" ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშს.
ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებათა ხანმოკლე ისტორიაში მუდამ ისე ხდებოდა, რომ "კოლხეთი" "საშინაო" მატჩში მინიმალური ანგარიშით (ორივეჯერ - 1:0) ამარცხებდა; აი, თბილისში ჩატარებულ ორივე მატჩში კი "საბურთალოს" უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო: გარდამავალ ჩემპიონატში 5:0 მოიგო, იმის წინა სეზონში კი - 6:1!
ამ გუნდების დაპირისპირება იმითაც იწვევს ინტერესს, რომ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელები: გელა სანაია ("კოლხეთი") და გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალო").
11.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00
დილა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +9 =14 -26, 32-73
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)
დილა-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
49: +9 =14 -26, 32-73
დისკვალიფიკაცია
ალექსანდრე კვახაძე (დილა)
ძველი მეტოქეების დაპირისპირებასაც არანაკლები ინტრიგა ახლავს თან: ახალი ინვესტორებისა და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "დილამ" ხომ პირველი ოფიციალური მატჩი უნდა ჩაატაროს საკუთარ სტადიონზე!
მოკლედ, მართლაც საინტერესო იქნება ებრაელი სპეციალისტის, ზივ არიეს სადებიუტო ოფიციალური მატჩი მომთხოვნი გორელი გულშემატკივრების წინაშე; გორელ ქომაგებს იმის საშუალებაც ექნებათ, რომ აგრეთვე სათანადოდ შეაფასონ "დილას" ახალწვეულ ლეგიონერთა ოსტატობის ხარისხიც.
პირველ ტურში "დილამ" შეძლო და სეზონის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტ "ჩიხურასთან" საგარეო მატჩში ქულა მოიპოვა; აი, გარდამავალი ჩემპიონატის მესამეპრიზიორი ბათუმის "დინამო" კი მეტად საინტერესო და თვალსასეირო დაპირისპირებაში დამარცხდა "ლოკომოტივთან".
ანუ, ლევან ხომერიკის გუნდის გეგმებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს ეროვნული ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩის წაგება და, აქედან გამომდინარე, გორში საინტერესო პაექრობა უნდა გაიმართოს.
11.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =2 -2, 9:7
სამტრედია-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =2 -2, 9:7
II ტურის კიდევ ერთი ცენტრალური დაპირისპირება, სადაც ერთმანეთის პირისპირ წარდგებიან ამ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტები. ალბათ, იმის შეხსენებაც უადგილო იქნება, რომ სწორედ "სამტრედიასა" და "ჩიხურას" ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვა წინა, გარდამავალ ჩემპიონატში საქართველოს ნომერ პირველი გუნდის ვინაობა!
ის საჩემპიონო პლეი ოფი "სამტრედიის" სავსებით დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა და გია ცეცაძის დამოძღვრილმა "სამტრედიამაც" თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა ოქროს მედლები. თუმცა, არახალი ამბავია - ძალიან ხშირად, ტიტულის მოპოვებაზე მეტად, მისი შენარჩუნებაა უფრო ძნელი, მით უმეტეს, ახალ სეზონს "სამტრედია" საგრძნობლად შეცვლილი შემადგენლობით ხვდება და გუნდიდან წასულ ლიდერთა ტრიოს (ბუდუ ზივზივაძე, ბაჩანა არაბული, ლაშა შერგელაშვილი) სრულფასოვნად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ ჩანაცვლებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
აი, "ჩიხურა" კი, ისე, როგორც შედეგების მიხედვით, შემადგენლობის თვალსაზრისითაც კვლავაც რჩება ბოლო წლების ყველაზე სტაბილურ ქართულ გუნდად და ეროვნული ლიგის მწვრთნელებს შორის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის გუნდსაც ამჯერადაც მოვიაზრებით ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.
დაბოლოს, ტურის ამ ცენტრალური დაპირისპირების კიდევ ერთ ინტრიგაზე: ორივე ფავორიტმა პირველ ტურში ხომ ფრედ ითამაშა და ორივე პირველი გამარჯვების მოლოდინშია!..
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"