ეროვნული ლიგა. II ტური: "ჩიხურამ" ჩემპიონს სამტრედიაში აჯობა

AutoSharing Option
11 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის II ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

შინ მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ", რომელსაც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" გიორგი კორიფაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.

ანგარიში 0:1 დაფიქსირდა გორის სტადიონის ტაბლოზეც, სადაც "დილამ" ბათუმის "დინამოსთან" უმასპინძლა და წააგო. აქ სტუმრებს გამარჯვება იაროსლავ კვასოვმა თამაშის მიწურულს გატანილი გოლით მოუტანა.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამარჯვება იზეიმა ფოთის "კოლხეთმა", რომელმაც თბილისის "საბურთალოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში დუბლი გიორგი ჯანელიძემ შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი არფანგ დაფემ დააფიქსირა.

მანამდე გამართულ
მატჩებს რაც შეეხება, "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო წინა დღეს "შუქურა" და "ტორპედო" დაზავდნენ - 1:1.

- ეროვნული ლიგა. II ტური: "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მოუგო
- ეროვნული ლიგა. II ტური: "შუქურამ" ქულა "ტორპედოსთანაც" მოიპოვა

ორი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 6 ქულით თბილისის "ლოკომოტივი" უდგას, მეორე ადგილზე კი "ჩიხურაა" 4 ქულით.

ეროვნული ლიგა. II ტური
11 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 1:0

გოლი: 1:0 ნოდარ ქავთარაძე (57).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 გიორგი კორიფაძე (67)

ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-საბურთალო 3:0
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი ჯანელიძე (59, 72), 3:0 არფანგ დაფე (81).

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 იაროსლავ კვასოვი (85).

10 მარტი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)
მკითხველის კომენტარები / 19 /
სადაურიც არ უნდა იყოს კაცი, მართალს ამბობს.ქარი ორივე კლუბისათვის უბერავდა. ქარმა შეიძლება ბურთი წაიღოს სხვა მხარეს მაგრამ ტვინები და ტაქტიკა ხომ არ მიაქვს?ხომ ხედავდი რომ ტაქტიკა იყო სრულიად უსუსური ცეცაძის კლუბის?4 მუშაობს და 6 აკვირდება,თავდასხმა აქვთ ნულის ტოლი. რას აკეთებს მინდორზე ბერიაშვილი,ჩაგელაშვილი,სამუშია? არაფერს. აი ესაა სულ.
kkkk-s
11 მარტი 2017 18:49
0
პირველ ტურში არ შეხვდნენ ჩიხურა და სამტრედია ერთმანეთს? 1:1 დამთავრდაო რომ წერდით?
odala
11 მარტი 2017 18:41
0
sharshan eyo marto teoria ?
kkkk
11 მარტი 2017 18:16
0
რომ ასწავლო ბურთზე სწორად ფეხის დარყმა უნდა იცოდე.მარტოთეორია არ ყოფნის.
tთენგიზი
11 მარტი 2017 18:01
0
jango.shen samtredieli xar dzma ?
kkkk
11 მარტი 2017 17:56
0
me rogorc vxvdebi ukve samtrediashi agar moscons vigacas cecadze ukve zedmetad popularuli gaxda cina carmateba mis saxels ukavshirdeba da amit vigaceebis gvacli gadapara samtrediashi)) da ukve agorda kompania ro gaushvan gundidan . exla midi dabralet pexburtelebi moyavs da cilshi uziso )) sasacilo xalxi xart.uvicebi nagdad arian mag gundshi da neta marto cecadze ckvitavdes mak kvelapers .
kkkk
11 მარტი 2017 17:55
0
tu ase gckdeba guli da cecadze aze arario idzaxit.miecit puli da moikvanet namdvili kai legionerebi da gaaketet kai gundi da naxav mere rasizavs cecadze.da chasaprebul poziciashi xart zogierti samtredieli? jer iko kaci kide 20 clis cin puls xarjavda da gautavda puli imis magier ro gverdshi dadgomodit zogierti vai gulshematkivari kvebi esrolet. kacma milionebi daxarja im dros gundshi da axla saplavis kvac arak aba tu gaixsenebs vinme da madlieri ikneba aset xals mgonia saertod ar esakmeba pexburtze.
kkkk
11 მარტი 2017 17:52
0
aset qarshi tamashi ar unda chaatarot .tkuilad xarjavt puls da energias ?vici gindat ro mayurebelma naxos pexburti da ragacaa daensgavsos erovnuli chempionati mivesalmebi magram es arc pexburti iko da verc davarkmevt ra iyo.uazrod gadakrili opli shroma da puli .gaitvaliscinet visac exeba ro eset karshi ar sheidzleba pexburtis tamashi sashinelebaaa.
kkkk
11 მარტი 2017 17:37
0
ფრუიძემ ყველა ასპექტში დაჩაგრა,გადათელა,დააკნინა ცეცაძე და მისი უაზროდ დაქსაქსული არაშერწყმადი ხალხისაგან შეკოწიწებული გუნდი.
ეს პრობლემა სამტრედიას 1-2-3 თამაშში არ მოეხსნება,ეს უკვე გრძელვადიანია,შემდეგი მატჩი ბათუმთან გარანტირებულად წაგებულია, რადგან 9 კაცს ახლა ვერსად გააგდებს ცეცაძე და თვითონ ახალ ტაქტიკას ვერ გამოიგონებს ამათთვის სპეციალურად.

ახლა მაინც თუ ხვდებით რატომ არ მოდის ხალხი მუდამ ხალხმრავლობით განთქმულ სტადიონზე?იმიტომ რომ ბრმა და ყრუ არავინაა,ყველა ხედავს რა "მარგალიტებთან" გვაქვს საქმე.
ასეთ რეიტინგიან მატჩს 600 კაცი ესწრებოდა მხოლოდ თავის მთავარ ლოჟიანად.
ეს არაა წაგების პანიკა,ვის არ წაუგია,სამტრედიამ რომ არ წააგოს,ვინ არ დააცემულა რომ ვერ წამოდგეს?აქ სხვა რამაა- კლუბის მენეჯმენტის,პერსონალის სელექციონისტების და მწვრთნელის სრული ჩავარდნა.
Jango
11 მარტი 2017 17:23
0

სიახლეები პოპულარული