ეროვნული ლიგა. II ტური: "ჩიხურამ" ჩემპიონს სამტრედიაში აჯობა

AutoSharing Option
11 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის II ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა.

შინ მარცხი იწვნია მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ", რომელსაც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" გიორგი კორიფაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით სძლია.

ანგარიში 0:1 დაფიქსირდა გორის სტადიონის ტაბლოზეც, სადაც "დილამ" ბათუმის "დინამოსთან" უმასპინძლა და წააგო. აქ სტუმრებს გამარჯვება იაროსლავ კვასოვმა თამაშის მიწურულს გატანილი გოლით მოუტანა.

ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გამარჯვება იზეიმა ფოთის "კოლხეთმა", რომელმაც თბილისის "საბურთალოს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში დუბლი გიორგი ჯანელიძემ შეასრულა, საბოლოო ანგარიში კი არფანგ დაფემ დააფიქსირა.

მანამდე გამართულ
მატჩებს რაც შეეხება, "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო წინა დღეს "შუქურა" და "ტორპედო" დაზავდნენ - 1:1.

- ეროვნული ლიგა. II ტური: "ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში "დინამოს" მოუგო
- ეროვნული ლიგა. II ტური: "შუქურამ" ქულა "ტორპედოსთანაც" მოიპოვა

ორი ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში 6 ქულით თბილისის "ლოკომოტივი" უდგას, მეორე ადგილზე კი "ჩიხურაა" 4 ქულით.

ეროვნული ლიგა. II ტური
11 მარტი
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-დინამო(თბ) 1:0

გოლი: 1:0 ნოდარ ქავთარაძე (57).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 გიორგი კორიფაძე (67)

ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-საბურთალო 3:0
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი ჯანელიძე (59, 72), 3:0 არფანგ დაფე (81).

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 იაროსლავ კვასოვი (85).

10 მარტი
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კობა შალამბერიძე (6), 1:1 ბექა ტუღუში (14)
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწინავე კვარტეთში იქნება ჩიხურა, ტორპედო, მე-3 მე და მეოთხეზე ვინ გავა დრო გვიჩვენს!
გოგი ქუთაისელი
11:23 13-03-2017
0
ფრუიძემ ყველა ასპექტში დაჩაგრა,გადათელა,დააკნინა ცეცაძე და მისი უაზროდ დაქსაქსული არაშერწყმადი ხალხისაგან შეკოწიწებული გუნდი.
ეს პრობლემა სამტრედიას 1-2-3 თამაშში არ მოეხსნება,ეს უკვე გრძელვადიანია,შემდეგი მატჩი ბათუმთან გარანტირებულად წაგებულია, რადგან 9 კაცს ახლა ვერსად გააგდებს ცეცაძე და თვითონ ახალ ტაქტიკას ვერ გამოიგონებს ამათთვის სპეციალურად.

ახლა მაინც თუ ხვდებით რატომ არ მოდის ხალხი მუდამ ხალხმრავლობით განთქმულ სტადიონზე?იმიტომ რომ ბრმა და ყრუ არავინაა,ყველა ხედავს რა "მარგალიტებთან" გვაქვს საქმე.
ასეთ რეიტინგიან მატჩს 600 კაცი ესწრებოდა მხოლოდ თავის მთავარ ლოჟიანად.
ეს არაა წაგების პანიკა,ვის არ წაუგია,სამტრედიამ რომ არ წააგოს,ვინ არ დააცემულა რომ ვერ წამოდგეს?აქ სხვა რამაა- კლუბის მენეჯმენტის,პერსონალის სელექციონისტების და მწვრთნელის სრული ჩავარდნა.
Jango
17:23 11-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული