- უკრაინის ჩემპიონატს თვალს ადევნებ?
- შეძლებისდაგვარად, ინტერნეტით ვუყურებ ჩემპიონატის მატჩებს და ტურის მიმოხილვებსაც ვნახულობ. ძალიან მახარებს დონეცკის "ოლიმპიკის" წარმატება, ისინი ახლა კარგ ფეხბურთს თამაშობენ. კარგად მახსენდება ამ კლუბში გატარებული პერიოდი, ყველაზე მეტად კი - თემურ ფარცვანიასთან ერთად.
- გულშემატკივრის სტადიონზე მოსვლა უკრაინაში პრობლემად იქცა. შენი აზრით, ეს რისი ბრალია?
- ვფიქრობ, სტადიონზე მათი არმოსლის მიზეზი ბევრია. პირველ რიგში კი, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება...
- რას იტყვი უკრაინის ეროვნულ
- შევჩენკოს მუშაობა მომწონს, ის ახალაგზრდა ფეხბურთელებს ენდობა. მისი ევროპული გამოცდილება ფეხბურთელებს წინსვლაში ძალიან ეხმარება.
- უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნება არ გსურს?
- მინდა! სჯობს, მშობლიურ ქვეყანაში ვთამაშობდე, მაგრამ ახლა მანდ ისეთი მდგომარეობაა, ფეხბურთელთა დიდი ნაწილისთვის უფრო პრიორიტეტული სხვა ქვეყნების ჩემპიონატებია.
- თბილისის "დინამოს" ვარიანტი როგორ გაჩნდა? გქონდა სხვა შემოთავაზებები?
- შემოდგომა "ზუგდიდში" გავატარე, სეზონის მიწურულს კი "დინამოსთან" კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს. მას მერე, რაც ამ კლუბის ინფრასტრუქტურა ვნახე, სხვა ვარიანტები აღარც განმიხილავს. ასეთ ტიტულოვან კლუბში თამაში პატივია.
- რას გვეტყვი საქართველოს ჩემპიონატზე?
- ის უკრაინულ ფეხბურთთან შედარებით ბევრად ტექნიკურია. ახლა საქართველოში ახალი ფორმატია და გუნდებიც თანაბარი დონის არიან, გამოკვეთილი ფავორიტები და აუტსაიდერები არ არიან.
- გუნდელებს როგორ ესაუბრები? მატჩის დროს რუსულად ყვირი თუ ქართული ისწავლე?
- რამდენიმე მოთამაშემ რუსული იცის. ცოტა ქართულიც ვიცი, ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს.
- ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშს ურჩევდი?
- კი. საქართველოს ჩემპიონატის დონე გაიზარდა და უკრაინელ ფეხბურთელებს აქაურობა მოეწონებათ.
- ამბობენ, საქართველოში საგზაო მოძრაობის წესები არ არსებობს. ავარიაში ჯერ არ მოხვედრილხარ?
- მანქანას ცუდად არ ვატარებ და ნელ-ნელა ვეჩვევი აქაურობას.
- ქართული კერძების მომზადება ისწავლე? ყველაზე მეტად რა მოგწონს?
- საჭმელს ჩემი მეუღლე ამზადებს. ყველაზე მეტად აჭარული ხაჭაპური და ხინკალი მომწონს.
- ქართველებს სმა უყვართ. მართალია, რომ ფეხბურთელებს თამაშამდე ღვინის დალევა შეუძლიათ?
- არა, აქ მკაცრი დისციპლინაა და წესების დარღვევისთვის ჯარიმებია დაწესებული.
- საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანად ითვლება. მართლა ასეა?
- კი. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, თბილისი კი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომელიც კი მინახავს. ვფიქრობ, ცხოვრების რიტმი აქ ბევრად მშვიდია, ვიდრე უკრაინაში.
ერთი რაც მისწორდება რო ამაში კაპიკები იქნება გადახდილი და სკრიბესავით ტრანსფერს არ ეძახიან !