ზაალ ჩაჩავა: კარგი აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა "ტორპედოში"

AutoSharing Option
ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჩაჩავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად ქუთაისის "ტორპედოს" მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან:

მკითხველი:
- ბატონო ზაალ, პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებებს იმ საქმეში, რაშიც თქვენ სურვილი გაქვთ, მიაღწიოთ წარმატებებს. ბოლო წლებია ქართული ფეხბურთის პრობლემებზე საუბრით დაღლილი ქართველი გულშემატკივარი ეთიშება სპორტის იმ სახეობას, რისგანაც განვითარებულ ქვეყნებში უდიდეს სიამოვნებას იღებენ. ჩვენ, რიგითი ქუთაისელები, გულშემატკივრები, ყოველი სეზონის დაწყებას იმ იმედით ვხვდებით, რომ იქნებ ახლა მაინც იფეთქოს ქუთაისურმა ფეხბურთმა,
დააბრუნოს ხალხი სტადიონზე და მთელ ქალაქში ერთხმად გაისმოდეს "ტორპედო", "ტორპედოს" ძახილი. გაქვთ თქვენ და თქვენს გუნდს იმის გამოცდილება, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ისტორიული გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" და მთლიანად ქუთაისი გახდეს იმ ევროპის ნაწილი, რომლის კარებიც ამ ეტაპზე ჩვენთვის დაკეტილია?
- კარგი ბავშვთა აკადემია და ჩემპიონთა ლიგა - ესაა ჩვენი ამოცანა. მე და ჩემს გუნდს აქამდე ფეხბურთში არ გვიმუშავია, მაგრამ სხვა ყველა ბიზნესი, რომელსაც ხელი მოვკიდეთ, წარმატებული იყო.

თანაც, დავით ყიფიანის სახელობის თასი ისე მოვიგეთ, რომ კლუბი ოფიციალურად არ ყოფილა ჩემს საკუთრებაში...

მკითხველი:

- ბატონო ზაალ, თქვენ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი 5 მილიონი იქნება. გასაგებია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბს იდეალურ შემთხვევაში შეუძლია საბაზისო, სპონსორების სტიმულირების, საპრემიო და საპრიზო თანხებით 2-დან 2,5 მილიონამდე მიიღოს ფეხბურთის განვითარების ფონდიდან. თქვენ ამბობთ, რომ მილიონს დახარჯავთ. საიდან აპირებთ დანარჩენი თანხების მოძიებას და გყავთ თუ არა შეგულებული სხვა სპონსორები?
- კი, სპონსორები ბევრი გვყავს. ჩემი მეგობრები მზად არიან, "ტორპედოში" სოლიდური თანხა ჩადონ.

ის ერთი მილიონი ლარი, რომელიც ვახსენე, ვალდებულებად მაქვს, მაგრამ იმის ზემოთ ჩემი კეთილი ნებით კიდევ დავხარჯავ.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა აქ შეგიძლიათ - ზაალ ჩაჩავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუნჰაუზენის მეორე გვარი თუ ჩაჩავა იყო დღემდე არ ვიცოდი.არ იქნება ქართული ფეხბურთის საშველი,ამნაირი"ბიზნესმენების" გადამკიდე.ტყვილა იფლანგება250 მილიონი.კიდევ 3 წელიც მალე გავა და რასი იქნება გადაყრილი ეს ფული კაცი ვერ გაიგებს.შედეგი რომ ნული იქნება ეს აკ ახლავე შემიძლია ვთქვა.
mamulo
00:51 25-03-2017
0
ფეხბურტის ეგრეტ ცოდებულ მამებს და დედებს ეხებად,,,აასჰენეტ სტადიონები,,სპორტული კომპლეხსები,,ზამტრის დარბაზები კაზბეგი,,,მესტია,,,და იკ სჰეკმენიტ პირობები გუნდებისატვის,,,ზამტარსჰი ბევრი მსყრველი იკნება იკ ჰაატაროს მომზადება,,,,ბავსტა ფეხბურტი უფასო უნდა იკოს ან მიზერული,,,დგეს ფული ჰადოტ და ხვალე ამოიგოტ ესე სად არის,,,დრო უნდა,,,
anzorika.
00:59 26-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული