ეროვნული ლიგა. ამხანაგური მატჩები: სანამ ლიგაში პაუზაა...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში სანაკრებო ანტრაქტია, რასაც ზოგიერთი კლუბი ამხანაგური თამაშებით ავსებს. ბათუმის "დინამომ" ამისთვის სულაც თურქეთში იმოგზაურა...

სამი იდენტური გოლი რიზესგან
ბათუმის "დინამომ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და საქართველოს საზღვრიდან ახლომდებარე ქალაქ რიზეს ესტუმრა. მანამდე იმას ვიტყვი, რომ კლუბის ცნობით, გამგზავრებამდე ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი, გუნდის ფეხბურთელებთან - ვაკო თევდორაძესთან და ახალწვეულ კენედი ნვანგანგასთან ერთად ჩაქვის საფეხბურთო სკოლას ეწვია და ბავშვებს საჩუქრები გადასცა...

ბათუმელებმა შარშან თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ჩაიქურ რიზესპორთან" ამხანაგური შეხვედრა 2:5 წააგეს. მასპინძლებმა ლევან ხომერიკის გაწვრთნილები ამჯერადაც დაამარცხეს, ოღონდ უფრო
მოკრძალებული ანგარიშით.

ანგარიში მე-19 წუთზე ბათუმელებმა გახსნეს: კუთხურის შესრულებისას, პაპუნა ფონიავა მცველებს დაუსხლტა და ბურთი კარში ზუსტი თავური დარტყმით გააგზავნა - 0:1.

თურქებმა წონასწორობის აღდგენა და დაწინაურება მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს. საინტერესოა, რომ მათ ლამის იდენტური სამი გოლი გაიტანეს - ყველა შეტევა მარჯვენა ფლანგიდან განავითარეს და ბათუმელთა ცენტრალური მცველების უყურადღებობით კარგად ისარგებლეს.

პირველი შედეგიანი ფლანგური იერიში ახლო მანძილიდან თავური დარტყმით რიზელთა ნიგერიელმა ლეგიონერმა, ოსაგი ბრაიტ ედომვონმა დააგვირგვინა - 1:1.

მასპინძლებმა მეორე გოლის ეპიზოდშიც მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და მიზანს ისევ თავური გასროლით მიაღწიეს, ოღონდ, ამჯერად, გოლის ავტორი პოლონეთის ნაკრების კანდიდატი პატრიკ ტუზლინსკი გახლდათ.

მესამედ ბათუმელთა კარი რიზელებმა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად აიღეს და ბათუმელთა დაცვა ისევ ჩავარდა. საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთის მოგერიება ერთ-ერთმა მცველმა სცადა, მაგრამ ბურთი აეჭრა, კარის წინ ედომვონის დაასვა ფეხზე და მანაც ისევ თავით გაიტანა - 3:1.

Sportall.Ge

დინამო (ბთ): ტიმოფეევი - ტვილდიანი, გოგირიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - ფონიავა, თარხნიშვილი - ქავთარაძე, თევდორაძე, კენედი - კვასოვი; სათადარიგოები: კვასოვი, ვარშანიძე, ქუთელია, ფარტენაძე, კეკუა, მგელაძე, ფლამარიონი.
რიზესპორი: აკანი (46. ალპერენი), ოვაჩიკლი (46. ფინკი), ობოაბონა (46. ტუზლინსკი), კურტი (46. იგიებორი), ჩეკი (46. შიმშეკი), იალჩინი, საადანი, კოჩი (46. ჩაღლაიანი), პეტრუჩი, აინაოღლუ (46. იანჩერი), კვეუკე (46. ედომვონი).

იმერული სპარინგი თბილისის ზღვაზე
"ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ქვეყნის ჩემპიონმა "სამტრედიამ" და "ჩიხურამ" საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ანგარიში ეროვნული ლიგის ლიდერებმა გახსნეს. გოლი დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა - 1:0. სამტრედიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. თავი დავით ჯიქიამ გამოიჩინა, ხოლო ლევან გეგეჭკორმა "ჩიხურა" პენალტით მეორედ დააწინაურა - 2:1.

მეორე ტაიმში მიხეილ სარდალიშვილმა "ჩიხურას" უპირატესობა გაზარდა - 3:1, საბოლოო ანგარიში კი სამტრედიელთა ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ პენალტით დააფიქსირა - 3:2.

ჩიხურა: სეფიაშვილი, კორიფაძე, კაკუბავა, მირცხულავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, განუგრავა, გეგეჩკორი, ივანიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი; შეცვლაზე: ჰამზიჩი, სარდალიშვილი, ლექვთაძე, დეკანოიძე, დობროვოლსკი, გეგეჩკორი, ტატანაშვილი, სარდალიშვილი.
სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, კასრაძე, რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიქია, იაკოვლევი; შეცვლაზე: დაუშვილი, სამუშია, მარკოზაშვილი, სუხომლინოვი, ხაბეიშვილი.

დამაჯერებელი ტორპედო
ქუთაისის "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში შეხვდა წყალტუბოს "სამგურალს", რომელიც ასეთი პაუზების დროს უღალატო სპარინგ-პარტნიორია. ქუთაისელთა პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლებს, ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელების გარდა, შეუძლოდ მყოფი რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც დააკლდათ. ამიტომ იყო, სამწვრთნელო შტაბმა თადარიგში საკმაოდ ბევრი ფარმკლუბელი რომ შეიყვანა.

თავიდან უფრო ენერგიულად წყალტუბოელებმა შეუტიეს, თუმცა გაცუდებული საგოლე მომენტების შემდეგ ინიციატივა ქუთაისელებმა მოიპოვეს და 29-ე წუთზე ანგარიში გახსნეს: თორნიკე კაპანაძემ მეკარეს შორიდან ბურთი თავზე ეფექტურად გადაავლო - 1:0.

შესვენების შემდეგ თამაშში ბევრი ახალგაზრდა ტორპედოელი ჩაერთო და ერთ-ერთმა მათგანმა, საბა ქვარიანმა, მატჩის მიწურულს ბოლო წერტილი დასვა - 2:0.

Sportall.Ge

ტორპედო: ქვილითაია (46. მეშველიანი), ხურცილავა, ადამაძე, გურული (67. გაგოშიძე), ქიმაძე (65. მახათაძე), გიგაური (63. გაზდელიანი), მამასახლისი (67. ჯანელიძე), ტაბატაძე (46. ფურცხვანიძე), ბაბუნაშვილი (46. ნ. კვასხვაძე), მახარობლიძე (54. ქვარიანი), კაპანაძე (63. მანაგაძე).

ამხანაგური თრილერი დიღომში
დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და "ვეტერინართა" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

დინამო: ბეგაშვილი, მიშჩენკო, სალუქვაძე, ჩადუნელი, თევზაძე, ქარდავა, ზარია, მესხი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, კვერნაძე; მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ლიტოვჩენკო, კვარაცხელია, სილაგაძე, გამცემლიძე, პაპუნაშვილი.
ვიტ ჯორჯია: შეროზია (46. ისერგიშვილი), საჯაია (75. კამლაძე), ჩაკვეტაძე (46. ჩიტიშვილი), ტეტუნაშვილი, მუხულიშვილი (46. გიგა გურეშიძე), მოსიაშვილი, გურამ გურეშიძე (46. ექვთიმიშვილი), ჭანკოტაძე (46. ღუდუშაური), კახაბრიშვილი, ღირდალაძე (46. დავლაშელიძე), ვაზაგაშვილი.
გოლები: 0:1 კახაბრიშვილი (26), 1:1 ლობჟანიძე (35), 2:1 საჯაია (55-საკ. კარში), 2:2 ღუდუშაური (60), 2:3 ღუდუშაური (68), 3:3 მიქელთაძე (72), 3:4 დავლაშელიძე (90)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრავო კვარაცხელიას,,,ეს 2001-ია და ესეტი ფეხბურტელი დინამოს არ ყავს,,გაუფრტხილდირ ამ ბავსვს,,
0
ფეხზე თუ დაასვა თავიტ როგორ გაიტანა ეგ ვერ გავიგე )))))
kkkk
14:29 28-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული