ეროვნული ლიგა. IV ტური: "ლოკომოტივი" და "ტორპედო" დაზავდნენ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში IV ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის "ლოკომოტივმა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში დედაქალაქელებმა გიორგი კიკნაძის გოლით პირველსავე ტაიმში გახსნეს, თუმცა "ლოკომოტივის" სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. სტუმართა ფორვარდ ნიკოლოზ საბანაძეს გასათანაბრებლად სულ ერთი წუთი დასჭირდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მანამდე სამტრედიაში ქობულეთის "შუქურამ" ფოთის "კოლხეთი" მიიღო და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

- ეროვნული ლიგა. IV ტური: პირველი ჰეთ-თრიქი ჩემპიონატში

დღეს ტურის კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება -
გორში "დილა" თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგა. IV ტური
1-ელი აპრილი
თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1
გოლები: 1:0 კიკნაძე (24), 1:1 საბანაძე (25).

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
შუქურა-კოლხეთი 2:4

გოლები: 1:0 კუტალია (21), 1:1, 1:2 კოვტალიუკი (33, 56), 2:2 კუტალია (61), 2:3 კოვტალიუკი (82) 2:4 ბუხაიძე (90).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო

2 აპრილი
ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 17:30. LIVE I არხზე
ჩიხურა-დინამო (ბთ)

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-დინამო (თბ)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოუწევს ტორპედოს შარვლიდან ამოხტომა რომ ზედა ხუთეულში მოხვდეს ამ სეზონში.
დილასთან სასტიკი ომი ექნებათ და სამტრედიაში მოგება ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროდანაა.
QWERTY
20:00 01-04-2017
0
ტორპედოს ეს არია მეორე ფრე!. და არა მესამე!
გოგი ქუთაისელი
17:48 01-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული