ეროვნული ლიგა. IV ტური: წაუგებელი აღარავინ დარჩა

AutoSharing Option
2 აპრილს ეროვნული ლიგის IV ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით "დინამო" ბოლოსწინა ადგილს გაერიდა, ამჟამად კი 6 ქულით მეხუთეზე გადაინაცვლა.

"ჩიხურა" კი 7 ქულით კვლავ მეორე ადგილზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ აქამდე "ჩიხურა" ერთადერთი გუნდი იყო ეროვნულ ლიგაში, რომელსაც წაგება არ ჰქონდა.

- ეროვნული ლიგა. IV ტური: ჩემპიონი შინ დამარცხდა!
- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას"
მოუგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
ალბათ მირზამ იგულისხმა ეს ეტაპი,როცა გუნდი სულ გარეთ თამაშობს თორემ მე თვითონ ვარ ჩიხურას გულშემატკივარი და თბილისა და გორში უფრო ვესწრები ვიდრე ზესტაფონში.ისე ფინალშიც ძალიან ცოტა გულშემატკივარი ყავდა ჩიხურას სამტრედიასთან.კარგი იქნება სტადიონი მალე გაკეთდეს.ისე გორგი რომ იგროკია დიდიხანია ვიცი.
gaga
14:27 03-04-2017
0
რატომ ფიქრობ რომ ჩიხურას არ ყავს გულშემატკივარი?საჩხერე პატარა ქალაქია და როცა საჩხერეშია ხოლმე თამაში 1000 კაცზე ნაკლები არ დადის.ცოტახანს დაგველოდეთ და გაისათ საჩხერის ცენტრალური სტადიონი რომ აღდგება.ივანწმისდას არ ვგულისხმობ.საქართველოს ჩემპიონატის ბოლო 5 წლის რეკორდს მოხსნის.ზესტაფონშიც დროებითია თამაში იმედია მაისის ბოლოდან დაბრუნდება ივანწმინდაში როგორც ხელმძღვანელობა ვარაუდობს
mirzas
13:06 03-04-2017
0

სიახლეები პოპულარული