ეროვნული ლიგა. IV ტური: წაუგებელი აღარავინ დარჩა

AutoSharing Option
2 აპრილს ეროვნული ლიგის IV ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურამ" ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვალერიან თევდორაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით "დინამო" ბოლოსწინა ადგილს გაერიდა, ამჟამად კი 6 ქულით მეხუთეზე გადაინაცვლა.

"ჩიხურა" კი 7 ქულით კვლავ მეორე ადგილზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ აქამდე "ჩიხურა" ერთადერთი გუნდი იყო ეროვნულ ლიგაში, რომელსაც წაგება არ ჰქონდა.

- ეროვნული ლიგა. IV ტური: ჩემპიონი შინ დამარცხდა!
- ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას"
მოუგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
xo xo, ra gamazuli aakvs tamashebi federazias, sul ukugma jdeba me 4 turia))))
0
ჩიხურას გულშემატკივარიც არ ჰყავს,თანაც სულ სტუმრად უწევთ თამაში.ისე მე სუხიაშვილი, კენედი და ქავთარაძე მომეწონა დინამოდან,ჩიხურადან შეუდარებელი იყო გორგიაშვილი,ბოლო სამი თამაში ვნახე და მაგრად მომეწონა.საინტერესოა შემდეგ რას იზამს.ისე მართლა კარგი თამაში იყო.ბრავო ფედერაცია.
mirza
09:56 03-04-2017
0

სიახლეები პოპულარული