ეროვნული ლიგა. V ტური: თბილისის "დინამომ" "ჩიხურას" მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის V ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა. "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში დინამოელებმა მე-12 წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის გოლით გახსნეს, გიორგი ივანიშვილმა კი 69-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა.

კახა კაჭარავას გუნდს სამი ქულა შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ზარიამ 85-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა.

ტურის ბოლო შეხვედრა დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს "საბურთალო" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზარია არა ზარია ვოსტოკა.ძარიაა ეს გვარი და სწორად წერეთ...
status quo
08:35 06-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული