ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედომ" სტუმრად "სამტრედიას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის 33-ე წუთზე გახსნეს - თავი ნიკოლოზ საბანაძემ გამოიჩინა. მატჩის ბოლოსკენ "სამტრედიამ" დიდი ძალებით შეუტია, პასუხად კი მე-80 წუთზე "ტორპედოს" სწრაფი კონტრშეტევა მიიღო და... 2:0. გოლი ამჯერად ბიძინა მახარობლიძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე ვერცერთი მატჩი მოიგო - 3 წაგება და 1 ფრე.

ამრიგად, ქუთაისის "ტორპედოს" 9 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში
მე-5 ადგილზე გადავიდა, "სამტრედია" კი 7 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთი დასუსტებული გუნდია სამტრედია,ამ გუნდს ამ თამაშით რო მოტხოვო საპრიზო ადგილი ალბათ სისულელე იქნება , იმედია რამეს მოახერხებენ და სახლში არწააგებენ ამდენ თამაშს, ცეცაძეს სასაყვედურო კი არაფერიაქ , იპოვის დამრტყმელს და გოლის გამტანს მალე.
vaxo
20:50 09-04-2017
0
რა გინდა გიო შენ გაღატაკებულმა ხალხმა ლარ-ლარი დადოს და შეინახოს გუნდი? დახეული ფორმით თამაშობდნენო რომ წერ მითხარი ერთი რომელი გუნდი თამაშობს გახეული ფორმით დღეს საქართველოში? როცა ფედერაციამ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ჩააყენა (მანამდე რაიონის ბიუჯეტიდან სხვა გუნდებთან შედარებით მსუყე ლუკმას იღებდნენ) კარგად დავინახეთ როგორი ,,პროფესიონალები" მუშაობენ კლუბის სათავეში. რა აქვთ სათქმელი ჩემპიონი გუნდი მიწასთან გაასწორეს და გაძლიერების ნაცვლად უკაცრავად და გააბანძეს. ეხლა ყველაფერი ცეცაძეს და ფეხბურთელებს უნდათ დააბრალონ რაც უბრალოდ უსინდისობაა!...
gios
01:34 10-04-2017
0

სიახლეები პოპულარული