- ჩიხურა-საბურთალო 2:1 - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო... [VIDEO]
"ჩვენ მსაჯებისკენ ხელის გაშვერა არ გვჩვევია, მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებთ ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით ვიტყვით, რადგან მსაჯებსა და მსაჯობას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით - ნაწილობრივ სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ "საბურთალო" "ჩიხურასთან" დამარცხდა.
ვიდეოგამეორებაც არ სჭირდება იმ ეპიზოდს, როცა მე-5 წუთზე მასპინძელი შოთა კაშია სიჩქარეაკრეფილ გიორგი ხარაიშვილს ფეხში
ჩვენი კლუბის სასარგებლოდ ნინუამ თავი შეიკავა მატჩის მიწურულს საჩხერელთა საჯარიმოს ხაზთან მეტოქის დაჯარიმებისგან, როცა ხარაიშვილი ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა წააქცია...
შეუცდომელი არავინაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მსაჯმა, რაც უნდა შეცდომა დაუშვას, არ ისჯება. ფეხბურთელის, მწვრთნელის, ხელმძღვანელის ან კლუბის დაჯარიმება კი უმალ ხდება", - ვკითხულობთ წერილში.
"ლელო" კომენტარისთვის "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას დაუკავშირდა.
"მუდმივად ლაპარაკობენ, რომ "საბურთალო" განსაკუთრებულ პირობებშია. მაგალითად, ბევრი ქილიკობდა, რომ "შევარდენთან" სათასო მატჩში ცნობილი დარღვევის გამო გათამაშებიდან არავინ მოგვხსნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენ შეცდომა ვაღიარეთ...
რაც შეეხება "ჩიხურასთან" შეხვედრას, კონკრეტულ ეპიზოდებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენჯერმე არბიტრი შეცდა.
ამისგან დაზღვეული არავინაა და მეც კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ნინუა ტენდენციური იყო, რადგან ბოლო დროს ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდა. მსაჯებს შეცდომები ან უნებლიეთ მოსდით, ან მიზეზი კვალიფიკაციის ნაკლებობაა.
ხარისხის ამაღლება აუცილებელია, რადგან დიდწილად ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ჩემპიონატის დონე", - ამბობს კახა კაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"