ანგარიში 28-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, მეორედ კი ზრისპირელებს მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გაუტანა.
ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ "საბურთალოს" 12 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამეა. ბათუმის "დინამო" 9 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
ტური ქუთაისში გასამართი შეხვედრით დასრულდება, რომელშიც "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.