ეროვნული ლიგა. VII ტური: "ტორპედომ" "ჩიხურა" დაამარცხა

AutoSharing Option
13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ბოლო მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა მე-10 წუთზე გიორგი ივანიშვილის გოლით გახსენეს. "ტორპედომ" წონასწორობა ოთხ წუთში გიორგი კუხიანიძის გოლით აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ჩიხურა" კაცნაკლული დარჩა. მეორე გაფრთხილების გამო მოედნის დატოვება ლევან კაკუბავას მოუხდა. 81-ე წუთზე კი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს, "საბურთალომ" "მიხეილ მესხზე" ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 2:0, "სამტრედიამ"
სტუმრად ქობულეთში ფოთის "კოლხეთს" სძლია - 2:1, თბილისის "დინამომ" კი "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ ტური 12 აპრილს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
სამსონ შენი ტაქტიკა არ ამართლებს ჯობია წახვიდე... გუნდში არ დატოვე ქიმაძე და რეხვიაშვილი, სუსტია შენი დაცვა ჯობია წახვიდე სანამ გაგაგდებენ
gulshematkivari
23:48 13-04-2017
0
sircxvilia sheni darchena jobia waxvide martals geubnebian,sircxvilia seni darchena gundshi
giga
01:47 14-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული