ეროვნული ლიგა. VII ტური: "ტორპედომ" "ჩიხურა" დაამარცხა

AutoSharing Option
13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურის ბოლო მატჩი ქუთაისში ჩატარდა, სადაც "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა მე-10 წუთზე გიორგი ივანიშვილის გოლით გახსენეს. "ტორპედომ" წონასწორობა ოთხ წუთში გიორგი კუხიანიძის გოლით აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში "ჩიხურა" კაცნაკლული დარჩა. მეორე გაფრთხილების გამო მოედნის დატოვება ლევან კაკუბავას მოუხდა. 81-ე წუთზე კი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს, "საბურთალომ" "მიხეილ მესხზე" ბათუმის "დინამო" დაამარცხა - 2:0, "სამტრედიამ"
სტუმრად ქობულეთში ფოთის "კოლხეთს" სძლია - 2:1, თბილისის "დინამომ" კი "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურას" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.

შეგახსენებთ, რომ ტური 12 აპრილს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი გულშემატკივრებსს. იკითხეთ მაინც რა პირობები მოითხოვეს და რამდენად ქონდა გუნდს საშუალება შენარჩუნების. მარა თამაშზე მისვლა გეზარებათ და მაგას იკითხავდით..
gotfree
14 აპრილი 2017 12:32
0
როცორც კომუნისტები გვატყულებდენ კომუნიზმში შევალთ,ასთე ბლეფი არის რომ ტორპედოს გაყიდვა უნდათ!
გოგი ქუთაისელი
14 აპრილი 2017 11:57
0
სოსო კარგი პროფი არის. და მალე ამას დაამტკიცებს!
გოგი ქუთაისელი
14 აპრილი 2017 11:54
0
თამაშის წინა მიმოხილვაში ან თამაშის მერე მიანც დადეთ ხოლმე ვინ ტრანვირებულია და ვინ წითელშიაა ვის რამდნეი ყვითელიაქ 1600 კაცი ვთამაშობთ ფენტეზის დაჩვენთვის საჭირო იმფორმაციაა
lasha
14 აპრილი 2017 11:50
0
ფრუიძე არსად არაა გასაშვები, ფეხბურთელები ჯარისკაცები არ არიან რომ ყველაფერზე დასაჯო მწვრთნელმა, ამიტომაც თვით ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ მეტი პასუხისმგებლობა და სინდისი,არ უნდა კინკლაობდნენ ყველაფერზე და ზედმეტ ყვითლებს არ უნდა იკიდებდნენ.
ტორპედოს კიდევ არაერთხელ გააგორებს ჩიხურა. ტორპედო არაა ის კაკალი რომლის გატეხვაც ძნელია.
jarji21
14 აპრილი 2017 10:49
0
sircxvilia sheni darchena jobia waxvide martals geubnebian,sircxvilia seni darchena gundshi
giga
14 აპრილი 2017 01:47
0
სამსონ შენი ტაქტიკა არ ამართლებს ჯობია წახვიდე... გუნდში არ დატოვე ქიმაძე და რეხვიაშვილი, სუსტია შენი დაცვა ჯობია წახვიდე სანამ გაგაგდებენ
gulshematkivari
13 აპრილი 2017 23:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული