"პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამოს" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გიორგი პაპუნაშვილის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

"ქობულეთის "შუქურასთან" ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამო თბილისის" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს", - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაქტი 13 აპრილს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩს უკავშირდება, რომელშიც "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

- დინამო(თბ)-შუქურა 5:0 - თამაში ცალ კარში [VIDEO]

იმ შეხვედრაში "დინამოს" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ გიორგი
პაპუნაშილი გაუძღვა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნა. 72-ე წუთზე მწრთნელმა კახა კაჭარავამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. პაპუნაშვილმა სამკლავური მოიხსნა და ძირს დააგდო, მოედანი კი აშკარად უკმაყოფილომ დატოვა.

"შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა", - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

- თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 26 /
კი გასაგებია არ იყო კარგი საქციელი, მაგრამ ჩემი აზრით ისეთი გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ დინამოში გიორგი პაპუნაშვილს რამოდენიმე თამაში გამოატოვებინონ, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ დინამო ბევრი ქულებს დაკარგავს ჩემპიონატში ანუ თამაშების მოგება გაუჭირდება. ჩემი შეფასებით თბილისის დინამოს ფეხბურთელებიდან გიორგი პაპუნაშვილი არის ნეიმარი.
მამუკა
23:10 20-04-2017
0
P.S.10ნომრიანი მაისურიც ჩამოართვით მაგას, მაგ ნომრით დიდი დათო ყიფიანი თამაშობდა.მაგ ნომერშიც გაფრთხილება უუნდა,სამკლაურის არ იყოს.
კახა ქირია
14:34 19-04-2017
0

სიახლეები პოპულარული