"პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამოს" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გიორგი პაპუნაშვილის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

"ქობულეთის "შუქურასთან" ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამო თბილისის" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს", - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაქტი 13 აპრილს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩს უკავშირდება, რომელშიც "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

- დინამო(თბ)-შუქურა 5:0 - თამაში ცალ კარში [VIDEO]

იმ შეხვედრაში "დინამოს" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ გიორგი
პაპუნაშილი გაუძღვა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნა. 72-ე წუთზე მწრთნელმა კახა კაჭარავამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. პაპუნაშვილმა სამკლავური მოიხსნა და ძირს დააგდო, მოედანი კი აშკარად უკმაყოფილომ დატოვა.

"შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა", - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

- თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 26 /
მაგას კი არა, კაპიტან ინიესტას ცვლიან ძაან ხშირად ბოლო დროს...
ზაზა
19 აპრილი 2017 10:24
0
ასე ბლატაობა არ შეიძლება . ეს ბიჭი წინა მატჩებშიც ბობოქრობდა და ასე არ შეიძლება ვინმემ უნდა დაარიგოს.
gode
19 აპრილი 2017 10:22
0
სწორი გადაწყვეტილებაა, რა პაპუნაშვილი
ებიჯო
19 აპრილი 2017 10:19
0
ეს ფეხბურთელთან მიმართებაში კაჭარავას მეორე შემთხვევაა. კაჭარავა უკვე კითხვის ნიშანს აჩენს
akaki
19 აპრილი 2017 10:18
0
უზრდელობაა შვილო ეგ, მეტი პატივისცემა გმართებს გუნდელების, მწვრთნელის და გულშემატკივრების წინაშე. როცა ამას ისწავლი, მერე ითამაშე ფეხბურთი... მანამდე ადრეა ჯერ
დავით 13
19 აპრილი 2017 09:32
0
Pirvel rigshi dinamos unda sces pativi da cota gulshematkivrebis pativiscemac ar awkendat nervozian pexburtelebs.rac sheexeba am bihs cxadia zalian shecda ,magram kvelaze metad pipiaa damnashave ro zalian araswor transperebs axorcielebs ukve ramdeni welia.
Kaxa qartveli.
19 აპრილი 2017 09:20
0
შეცვალა, ხომ არ უგინებია?! მწვრთნელს უნდა გუნდი დააYენოს, რაღაც სქემებს, ფეხბურთელებს სინჯავს?! რა არის აქ ასე გავირების მიზეზი, ვერ გავიგე?!
aburjga
19 აპრილი 2017 09:19
0
Da vabshe rato iyo eg kapitani, girseuli ver naxes. Amas tavi maradona gonia
Bebeto
19 აპრილი 2017 06:55
0
დათქმა უნდა არ ვამართლებ პაპუნაშვილის საქციელს,მაგრამ კაპიტნად რომ აირჩევ ფეხბურთელს ყოველ მატჩში არ უნდა შეცვალო
მალხაზი
18 აპრილი 2017 22:42
0
არაფერი არ უთამაშია ამ ბიჭს ისეთი, რომ ამხელა ამბიციები ჰქონდეს. რა ყველას ინიესტა და კრუიფი ჰგონია თავი? ვერდერის დუბლებიდან გამოშვებული კაცი ცოტა უნდა დაშვებულიყო მიწაზე წესით. დინამოს კაპიტნის სამკლაური მაგის მოსასროლი არ არის. ასე რომ არ დაცემულიყო ქართული ფეხბურთი სამკლაურს კი არა დინამოს სათადარიგო სკამს არ გააკარებდნენ ამ დონის ფეხბურთელებს.
სახელი
18 აპრილი 2017 22:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული