"პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამოს" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" გიორგი პაპუნაშვილის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.

"ქობულეთის "შუქურასთან" ჩადენილი უღირსი საქციელის გამო, რითიც გიორგი პაპუნაშვილმა შეურაცხყო "დინამო თბილისის" ყველა თაობის ფეხბურთელი და გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა კაპიტნობა და გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა პირველი გუნდის საწვრთნელ პროცესს", - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფაქტი 13 აპრილს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩს უკავშირდება, რომელშიც "დინამომ" ქობულეთის "შუქურა" ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

- დინამო(თბ)-შუქურა 5:0 - თამაში ცალ კარში [VIDEO]

იმ შეხვედრაში "დინამოს" მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ გიორგი
პაპუნაშილი გაუძღვა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიშიც გახსნა. 72-ე წუთზე მწრთნელმა კახა კაჭარავამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, რამაც ფეხბურთელი ძალიან გააღიზიანა. პაპუნაშვილმა სამკლავური მოიხსნა და ძირს დააგდო, მოედანი კი აშკარად უკმაყოფილომ დატოვა.

"შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილმა წინა სეზონში ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩის დროს მომხდარი არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ, მიიღო 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და გაფრთხილება, რომ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში ის მკაცრად დაისჯებოდა", - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

- თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 26 /
მოდი ნუ განვსჯით მკაცრად! დაველაპარაკოთ და მოვუსმინოთ! პერსპექტიული ბიჭია ძალიან და მივცეთ შანსი , რომ ფეხბურთი ითამაშოს!
თეიმურაზ ტეფნაძე მ
18 აპრილი 2017 22:18
0
სწორი გადაწყვეტილებაა, მსგავსი საქციელი არავის ეპატიება.
goga
18 აპრილი 2017 22:03
0
სამწუხაროდ ამ ბიჭს რაღაც მაგრად აუვარდა თავში,იმედის მომცემი(მეტი არაფერი ჯერჯერობით)ფეხბურთელია და დროა გონს მოეგოს
დავითი
18 აპრილი 2017 21:06
0
პირველ რიგში ფეხბურთელებმა(სხვა სპოტის წარმომადგენლებმაც) კულტურა უნდა დახვეწონ!
kolhaun
18 აპრილი 2017 20:59
0
ეს ფეხბურთელები ასეთი გოიმები რატომ არიან მასიურად?
niko
18 აპრილი 2017 20:42
0
რა თავში აუვარდა, იოტისოდენა არაფერი გაუკეთებია და სუპერვარსკვლავი ჰგონია თავი.
dato
18 აპრილი 2017 20:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული