ეროვნული ლიგა. X ტური: თბილისის "დინამოს" ზედიზედ მეშვიდე მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მაისს ეროვნული ლიგის X ტურის მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამო" "ჩელე არენაზე" ფოთის "კოლხეთს" ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "დინამოსთვის" ეს ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა ეროვნულ ლიგაში.

შეხვედრაში ანგარიში ბექა მიქელთაძე 35-ე წუთზე გახსნა. 44-ე წუთზე "კოლხეთი" კაცნაკლული დარჩა მოედანზე. მსაჯმა თამაზ ჯიშკარიანს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

46-ე წუთზე კი გიორგი ზარიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ  59-ე წუთზე შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "დინამოს" 24 ქულა გაუხდა ის კვლავ ცხრილის სათავეშია, ხოლო "კოლხეთი" 7
ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გინდათ მსაჯისგან კარგად იმსაჯა გასაგდები იყო ფოთის ფეხბურთელი
avto
11:19 06-05-2017
0
კონკრეტულ ამ თამაშში რა გააკეთა ასეთი? ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააგდო , თან ერთი ყვითელი უკვე ქონდა ფეხბურთელს რა ყველაფერს მსაჯებს აბრალებთ უკვე მართლა მოსაბეზრებელია
გიო
18:39 05-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული