ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბებისთვის პრემიალური თანხა შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ სფფ-ს გენერალურ მდივნის დავით მუჯირისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და კლუბების ხელმძღვანელთა ქობულეთურ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო თემა განიხილეს, ერთ-ერთი თემა კი სწორედ პრემიალური სისტემა იყო. მაშინ ითქვა, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებისთვის 30 ათას ლარს მიიღებდა, ლიგა 2-ის კი - 15 ათასს.

- პრო ლიგა 1-ში მოგება 30 ათას ლარად შეფასდება - ქობულეთური შეხვედრის უცნობი დეტალები

"სეზონის
დაწყების წინ აღნიშნულ საკითხზე აღმასკომმა იმსჯელა და ეროვნული ლიგის კლუბები მოგებაზე 20 000 ლარს მიიღებენ. ლიგა 2-ში მოგებაზე პრემიალური 10 ათასი ლარია.

გარდა ამისა, კლუბები თანხებს დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებული გამოსვლისთვისაც მიიღებენ - ქვეყნის თასზე ერთი ბარიერის გადალახვისთვის კლუბი 10 ათას ლარს მიიღებს.

თანხებზე არ იმოქმედებს ლიმიტი - ყველა კლუბი, მოგებისთვის რა თანხასაც გამოიმუშავებს, სრულად მიიღებს", - გვითხრა მუჯირმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა იყო, არ გეყოთ ბიუჯეტი, გადაგეხარჯათ ფული და ახლა პრემიალურებს მაიდექით ?უკვე თვითლუსტრაციაზე მიდიხართ რომ ქართული ფეხბურთის ლამაზად გასვენება ხდება?
jarji22
15:56 06-05-2017
0
ალბათ ისე გავძლიერდით რომ დაინტერესება ღარა საჭირო,მე მგონი ეგეც ბევრია,მოგებისთვის უნდა იყოს ნოლი ლარი,,შემდეგი მოგებისთვის მინუს ნოლი ლაი და ასე შემდეგ,სანამ ლიგის ჩემპიონები არ გავხდებით ანდა მსოფლიო ჩემპიონები,მერე კი ასიათასობით შვეიცარული ფრანკი გადავიხაოთ!!,
ეხხხ
15:59 06-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული