საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირისგან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ლიგის კლუბი მოგებაში 20 000 ლარს მიიღებს, შესაბამისად, ქულა დაახლოებით 6 600 ლარად ფასობს.
- ეროვნულ ლიგაში პრემიალურები შემცირდა - რამდენს მიიღებენ კლუბები მოგებაზე
ამრიგად, მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი თბილისის "დინამომ" გამოიმუშავა. თბილისელებმა პირველ წრეში 7 მატჩი მოიგეს, რაც ნებისმიერ სხვა გუნდზე მეტია - 140 000 ლარი. ყველაზე
კლუბის მიერ გამომუშავებული თანხები (ლარში):
1. თბილისის "დინამო" - 140 000 (7 მოგება);
2. თბილისის "ლოკომოტივი" - 119 800 (5 მოგება, 3 ფრე);
3. "საბურთალო" - 100 000 (5 მოგება);
4. ქუთაისის "ტორპედო" - 99 800 (4 მოგება, 3 ფრე);
5. "სამტრედია" - 93 200 (4 მოგება, 2 ფრე);
6. საჩხერის "ჩიხურა" - 86 600 (4 მოგება, 1 ფრე);
7. ბათუმის "დინამო" - 80 000 (4 მოგება);
8. გორის "დილა" - 53 000 (1 მოგება, 5 ფრე);
9. ფოთის "კოლხეთი" - 46 600 (2 მოგება, 1 ფრე);
10. ქობულეთის "შუქურა" - 19 800 (3 ფრე).
investori savaraudod tavis menejerta gunds moikvans,arada fuli modis hqerivit.