ეროვნული ლიგა. XI ტური: ჩემპიონმა ვიცე-ჩემპიონს ისევ აჯობა

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, რომელშიც ვიცე-ჩემპიონმა საჩხერის "ჩიხურამ" მოქმედ ჩემპიონ "სამტრედიას" ზესტაფონში უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში დუბლი სამტრედიელთა თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა გაიფორმა, რომელმაც "ჩიხურას" 65-ე და 75-ე წუთებზე გაუტანა. საჩხერელებმა შეხვედრის მიწურულს მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე გიორგი ივანიშვილმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა, რომელსაც გასვლით მატჩებში 100%-იანი შედეგი აქვს, 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. 21 ქულაა
თბილისის "ლოკომოტივის" ანგარიშზე, ცხრილის სათავეში კი თბილისის "დინამოა" 27 ქულით.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩიხურა რო ვერ თამაშობს ხო მარა სამტრედია შედის ჩეველ ფორმაში.
guka
11 მაისი 2017 20:37
0
თითქოს თანაბარი თამაში იყო...დაცვა ძალიან სუსტად თამაშობს ჩიხურასი,მარცხენა მცველი ტოვებს თავის ზონას და უაზროდ იწევს შუისკენ და პოზიცია სულ წამგებიანი აქვს.გუნდიც ძველებურად ვერ მოძრაობს და თითქოს შენელებულია,ორმაგ დატვირთვებს შეკრებებძე ჯობდა 8 ან 10 სპარინგი ჩაეტარებინათ.აღარც მოკარნახე მტვრთნელის ხმა ისმის რეპორტაჯისას,შარშან რო არ ჩერდებოდა.
dima
11 მაისი 2017 11:55
0
უჭირს ჩიხურას, კალაპოტიდან ამოვარდა, შავი ხაზი აქვს დროებითი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მწვრთნელი გააგდონ. დალაგდებიან მალე, ფრუიძე იქნებ არაა სიმეონე მაგრამ არც ხელწამოსაკრავია.
jarji22
11 მაისი 2017 10:30
0
გუნდის ხელმძღვანელობას დეკანოიძეს და შიკაკიძეს გადააყენეთ ფრუიძე,რამდენ ბოლო თამაშს აგებს, გუნდში სიტვაცია ცუდია, - 2 კაცით თამაშობს , ჩიკვაიძე და კაშია, წადი სოსო!!!
rezi
11 მაისი 2017 10:10
0
მეცოდება ჩიხურა,გუნდი ამოვარდა ფორმიდან და ვეღარ იღდგენს ფორმას.გუნდში რა განწყობაა არ ვიცი,მაგრამ ფეხბურთელების ამ მდგომარეობაში ყოფნა ცუდად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდის ბრალია.სიტუაცია შეიძლება გამოასწოროს ე.წ.შოკმა.მაგ. სამწვრთნელო შტაბის შეცვლამ.
sasha
11 მაისი 2017 09:13
0
წარმატებები სამტრედიას.
მოინდომეს და შეიძლეს მოგება ასეთ ამინდში.
თავდამსხმელთა ტრიო სასტიკად სუსტია,ან მეტი უნდა შეიძლონ ხარისხში ან მათი ჩანაცვლება გარდაუვალად საჭირო ხდება,ასეთი თავდასხმით ევროპაზე არაფერი გვესაქმება.
Guadua
10 მაისი 2017 23:57
0

სიახლეები პოპულარული