ეროვნული ლიგა. XI ტური: თბილისური დერბი "დინამომ" დამაჯერებლად მოიგო

AutoSharing Option
10 მაისს, "დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის XI ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. თბილისის "დინამომ" თანაქალაქელ "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დერბიში ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

მატჩის პირველი ტაიმი დინამოელთა შეტევების ფონზე წარიმართა. ანგარიში მატჩის 28-ე წუთზე ბექა მიქელთაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა. 8 წუთში შორიდან ოთარ კიტეიშვილმა გაისროლა - 2:0.

64-ე წუთზე ბაჩანა არაბულის აქტიურობას გულვერდ თომაშვილის ავტოგოლი მოყვა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს ამ შეხვედრაში გასული ბოლო გოლი იყო.

ამ გამარჯვებით "დინამოს" 27 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეადგილოსან
"ლოკომოტივთან" კი სხვაობა 6-მდე გაზარდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კაჭარავა ყოფილა უპრინციპო, თორემ პაპუნაშვილს დუბლებშიც სკამი უნდა ეხეხა ერთი წელი მაინც, თავისი საქციელის გამო,თუმცა მან მაინც დიდი უარყოფითი დაღი დაუსვა თავის ადამიანობას და კაცობას.

თენგო
22:01 10-05-2017
0
ეს დააბრუნეს მაინც? არა რა ქართულ ფეხბურთს არ ეშველება ესე არასდროს. რომან ამდენ ფულს ხარჯავ და დაალაგე მენეჯმენტი რა. აიღე იუვენტუსის მოდელი და გამოიყენე იდეალურია საქართველოსთვის.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული