"ჩიხურა" ივანწმინდაში ბრუნდება - გუნდი ერთმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
XI ტურში, "სამტრედიასთან" წაგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს ზედიზედ სამი წაგების გამო "ჩიხურაში" საკადრო ცვლილებები დაიწყებოდა, მაგრამ კლუბის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ "ლელოსთან" ეს ხმები უარყო. სამაგიეროდ, დაგვიდასტურა, რომ მალე საჩხერელები კვლავ ივანწმინდაში მიიღებენ მეტოქეებს:

"ივანწმინდაში მოედნის საფარი მოწესრიგდა, თამაში შესაძლებელია და გორის "დილასთან" მატჩის შემდეგ გუნდი იქ ვარჯიშობს. ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი თემურ ბოჭორიშვილი იმყოფებოდა და ეროვნული ლიგის მატჩების ჩატარების უფლებაც მოგვცა. ასე რომ, თბილისის "დინამოს" ივანწმინდაში ვუმასპინძლებთ და იმედია, ამიერიდან გუნდი გაცილებით უკეთაც ათამაშდება".

შუკაკიძის თქმით,
საჩხერის სტადიონის პროექტი მუშავდება და თუ რამე არ შეიცვალა, მშენებლობა 2018 წლის იანვრიდან დაიწყება.

და კიდევ: გუნდი დატოვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა ლევან გეგეჭკორმა. 22 წლის ფეხბურთელი საჩხერიდან წასვლის მიზეზს არ აკონკრეტებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
2 ფეხბერთელი გაგექცათ უკვე გუნდიდან გეგეჭკორი და სეფიაშვილი, ივანწმინდა კი არა მარტო ტრენერი ჭირდება გუნდს ტრენერი,როდინდელ ფეხბურთს თამაშობთ ვერ ხედავთ მაინც?
Dragonfly
11:47 13-05-2017
0
გეგეცკორი დაუბრუნდი ბატუმის დინამოს
gia.
22:03 12-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული