ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველმა "რკინიგზელებთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყენია 10 წლის წინ გელზენკირხენის "შალკეში" სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა. გერმანულ კლუბში მან 2012 წლამდე ითამაშა. იმავე წლის აგვისტოში მან კარიერა ლვოვის "კარპატში" გააგრძელა. 2013 წელს კი გერმანიაში დაბრუნდა, სადაც დიუსელდორფის "ფორტუნაში" ერთი წელი ითამაშა. 26 წლის ნახევარმცველი ბოლოს პრაღის "სლავიაში" თამაშობდა. ჩეხური კლუბის შემადგენლობაში მან 31 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ლევან ყენიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 27 მატჩი აქვს
ჩატარებული. მის ანგარიშზე 4 გოლია.

ყენიას ოფიციალური წარდგენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვეთანხმები სოსოს, დიდი მადლობა ლოკომოტივის ხელმძღვანელობას, ასე კარგი ჟესტისთვის, გამოდის რომ ლევანის პროფესიონალებსაც ეიმედებათ, რაც ძალიან კარგია. ლევან ყველაფერი წინაა.
gizog
17:33 16-05-2017
0
ლევანი ის კაცია,ტრიბუნაზე მაყურებელი რომ მოჰყავს და თუ ჯანმრთელად იქნება,საქართველოს ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელიც.ოღონდ ჩადგეს ფორმაში და ნაკრებს შუა ხაზი ფაქტიურად დაკომპლექტებული ექნება შემქმნელი ფეხბურთელებით.ლევანი,ჯანო,ოქრი,ვაკო
,საყრდენად ჯაბა,გვილია,ეს უკვე რაღაცაა და სხვებიც ხომ უკაკუნებენ ნაკრების კარს.ლევანს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,დევდარიანს და ლოკოს ხელმძღვანელობას კი მადლობას ვეუბნები ამ ძალიან კარგი საქციელისათვის,თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ ლევანი სამმაგად გადაუხდის სიკეთეს.
სოსო
16:24 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული