ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა დაკავებული თანამდებობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

"კლუბი მადლობას უხდის ლევან ხომერიკს ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს მას", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ბათუმის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ლევან ხომერიკი 2014/15 წლების სეზონში ვიცე-ჩემპიონი გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო, 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი მან მთავარი მწვრთნელის რანგში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გაწვრთნის ბათუმის "დინამოს". მიმდინარე ჩემპიონატში ჩატარებული XII ტურის შემდეგ გუნდს 12 ქულა აქვს
და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ ვიცი დრო იყო თუ არა,მაგრამ გულშემატკივრის მხრიდან ასეთი ობსტრუქციის ღირსი ნამდვილად არ იყო ლევან ხომერიკი.
სოსო
20:50 16-05-2017
0
ხო უნდა წასულიყოო იმიტო რო ვეღარ გაქაჩაა რაა გამოცდილება აკლია
lasha
18:09 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული