დავით თარგამაძე: "სამტრედია"? ცეცაძემ მხოლოდ ჯანმრთელობის ამბავი იკითხა

AutoSharing Option
8 მაისს Sportall.ge-ზე 27 წლის შემტევი ნახევარმცველის, დავით თარგამაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში სიამოვნებით ითამაშებს.

- დავით თარგამაძე: ეროვნულ ლიგაში თამაში? სიამოვნებით!

ერთი კვირის თავზე ხმები გავრცელდა, თარგამაძე "სამტრედიას" შეუთანხმდა და დღე-დღეზე კონტრაქტსაც მოაწერს ხელსო. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადავამოწმეთ.

"ინფორმაცია, თითქოს "სამტრედიასთან" კონტრაქტის დეტალები შევათანხმე, სიმართლეს არ შეესაბამება. ხმები, ალბათ, იმიტომ გავრცელდა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძესთან მქონდა საუბარი.

ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ და მან ჩემი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა, მეტი არაფერი", - გვითხრა თარგამაძემ.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ვარჯიშობს და მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ინდივიდუალურად ცდილობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრედია ჩვეულ ფორმაში შედის და არა მგონია ამდენი ხალხის მოყვანა წაადგეს მხოლოდ ერთი ან ორი თავდამსხმელი კიდე ხო .
rati
17:49 17-05-2017
0
ჯვარედინის ოპერაციას იკეთებს თუ რისი?
კარგი იქნებოდა
16:01 17-05-2017
0

სიახლეები პოპულარული