უჩა სოსიაშვილი: შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ არა ბათუმის "დინამოდან"

AutoSharing Option
გავრცელდა ხმები, რომ გორის "დილას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, შესაძლოა, ბათუმის "დინამო" ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად მწვრთნელის გარეშეა.

- ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

სოსიაშვილი "დილადან" ამ სეზონის წინ გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ებრაელი ზივ არიე დანიშნეს. მას მერე სპეციალისტი უგუნდოდაა.

Sportall.ge სოსიაშვილის მომავლით დაინტერესდა, რამდენად რეალურია ბათუმელთა ინტერესი მის მიმართ და როგორ აფასებს ის მისი ყოფილი გუნდის გამოსვლას მიმდინარე ჩემპიონატში.

- საინტერესოა, "დილას" გამოსვლას როგორ აფასებთ...
- გორის "დილაში" დღეს საკმაოდ კარგი გუნდია შეკრებილი. სეზონის სტარტი
მთლად კარგი ვერ გამოვიდა, მაგრამ ბოლო მატჩებია, გუნდმა მოუმატა და აშკარად იგრძნობა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია.

გასათვალისწინებელია, რომ "დილას" სეზონის დასაწყისიდან ახალი უცხოელი მწვრთნელი ჰყავს და ეტყობა, მას აქაურობასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა, ახლა კი თამაშიდან თამაშამდე "დილა" უკეთესი ხდება.

- ლეგიონერებზე რას გვეტყვით?

- ლეონარდო რიბეირო მომწონს. ზოგადად, "დილა" შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება, რასაც ვერ ვიტყვი დაცვაზე. ოღონდ დაცვაზე საუბრისას მხოლოდ მცველებს არ ვგულისხმობ. ეს მთელ გუნდს ეხება: გუნდი ერთიანად უნდა იცავდეს თავს და ვერ ვიტყვით, რომ "დილას" ეს კარგად გამოსდის.

თუმცა ჯერ მთელი სეზონი წინაა და იმედია, ესეც გამოსწორდება და გორელები საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ. მათ ნამდვილად შეუძლიათ ჯერ სამეულში მოხვედრა, შემდეგ კი ევროასპარეზზე ღირსეულად გამოსვლა.

- უკვე კარგა ხანია უგუნდოდ ხართ. გაქვთ შემოთავაზებები?

- მაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ვარიანტები ქართული კლუბებიდანაა და დიდი ალბათობით, მეორე წრის დასრულების შემდეგ ჩავუდგები რომელიმეს სათავეში.

- გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამო" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თქვენს კანდიდატურასაც განიხილავს...
- ბათუმის "დინამოდან" არავინ დამკავშირებია და ჩემდამი ინტერესი რომ აქვთ, მეც თქვენსავით გაზეთ "ლელოდან" შევიტყვე.

- თქვენი გადმოსახედიდან, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაიზარდა?
- ვფიქრობ, კი. საპრიზო ფონდმა ერთგვარი მოტივაცია შემატა კლუბებს და ეროვნული ლიგა 2-იც ძალზე საინტერესოა.

კარგი იქნებოდა, ეროვნულ ლიგაში კონკურენცია რომ გაზრდილიყო. თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "საბურთალო" - ეს ის კლუბებია, რომლებსაც თავისი აკადემია და კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ. დღეს ეს ყველაფერი მათ თამაშებზეც აისახება - ძალიან კარგად გამოდიან. ყველგან თუ ასე იქნება, დონე უფრო მოიმატებს და ძალიან ძლიერ ჩემპიონატს მივიღებთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკაცრავად ეს ადამიანი ვინარი
temo
19 მაისი 2017 09:55
0
უჩა სოსიასვილი კარდი მწვრტნელი დაა და დიდი კაცია გუმარჯოს უჩას გივი გეძეზეგაგნი
givig g nidzee
19 მაისი 2017 09:50
0
ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ კვეკესკირი,ერისთავი ფალავანდიშვილი ნონიკაშვილი რომლებსაც არ ეძლეოდათ საშუალება გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები უჩას ხელშეწყობით იქცნენ ეს ფეხბურთელები ლიდერებად ეს ასე ადვილად არ ხდება ამას ნიჭი და ცოდნა ჭირდება!
Dragonfly
18 მაისი 2017 20:31
0
უჩა ახალგაზრა და ძალიან საინტერსო მწვრთნელია,მან თავის სამწვრთნელო მოკლე კარიერაში ძალზედ კარგი შედეგი აჩვენა,ასეთ მწვრთნელებს უნდა მივცეთ საშუალება გაიზარდნონ და უფრო მეტად დაიხვეწონ!
Dragonfly
18 მაისი 2017 20:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული