გორის "დილა": ირაკლი მოდებაძე გუნდს ორ კვირაში დაუბრუნდება

AutoSharing Option
გორის "დილას" ლიდერს, 32 წლის ირაკლი მოდებაძეს მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. გავრისკავთ და ვიტყვით: გამოცდილ ფორვარდს ტრავმა რომ არ ჰქონოდა, "დილას" შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა...

ამას წინათ, "ლელომ" გაცნობათ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა. სამწუხაროდ, მოდებაძე შემდეგ ისევ დაშავდა და როგორც "დილას" არაოფიციალური "ფეისბუქგვერდი" გვაუწყებს, მოედანს დაახლოებით ორ კვირაში დაუბრუნდება. მან ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა.

ახლა ის უკვე ვარჯიშობს ინდივიდუალურად
და რამდენიმე დღეში ბურთთან ერთადაც შეუდგება წვრთნას.

სხვადასხვა დროს, მოდებაძეს "თბილისში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ოდესის "ჩერნომორეცში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "დინამოშიც" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაოფიციალური გვერდიდან წერეთ სტატიები დარეკვა დაგეზაროთ
lasha
18:46 19-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული