"სამტრედიის" დირექტორი: ჩემპიონთა ლიგამდე კიდევ 5 ლეგიონერი გვეყოლება!

AutoSharing Option
"სამტრედიას" რამდენიმე ლეგიონერის დამატებას რომ სურს, ეს ცოტა ხნის წინ კლუბის მმართველმა დირექტორმა პაატა შალამბერიძემ "ლელოსთან" კომენტარში დაადასტურა. მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილის, პერმის "ამკარის" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტნის, 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველ კონსტანტინ ბელოვის გარდა, გუნდში კიდევ რამდენიმე უცხოელს აიყვანენ.

"ლელოს" ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 28 წლის თავდამსხმელ სადათ ბუკარისთან, რომელიც განის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, ლონდონის "ვესტ ჰემის" აკადემიის აღსაზრდელი იყო და ბოლოს ლიმასოლის (კვიპროსი) "არისში" თამაშობდა.

უფრო რეალური ჩანდა სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველის, მასამბა ლო სამბუს ტრანსფერი, რომელიც 5
წლის განმავლობაში იყო "მონაკოს" ფეხბურთელი და მოლაპარაკებებზე სამტრედიაშიც ჩავიდა...

კიდევ ერთი შესაძლო ახალწვეულის გვარიც გაჟღერდა - იბრაჰიმ ტეტეჰ ბანგურა, რომელსაც ამერიკულ ("კლივლენდი", "კასკად სარჯი"), შვედურ ("კოპინგი", აიკ, "მიალბიუ", გაისი), თურქულ ("ბურსასფორი", "შანლიურფა") და ებრაულ ("ბეითარი") კლუბებში უთამაშია, ხოლო შარშანდელი ივნისიდან უგუნდოდაა. 27 წლის თავდამსხმელი სიერა ლეონედანაა და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 11 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარისთვის კვლავ შალამბერიძეს დავუკავშირდით:

"ჯერ მხოლოდ ბელოვი დავიმატეთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ და კიდევ 5 ლეგიონერის აყვანა გვსურს.

მასამბა სამტრედიაში იყო და ოჯახური პირობების გამო უკან გაემგზავრა, მაგრამ უნდა დაბრუნდეს, მასთან მოლაპარაკება უნდა დასრულდეს და საკითხი საბოლოოდ გადაწყდეს.

საერთოდ, ტრანსფერებში ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერი იქმნება ხოლმე. მაგალითად, ბელოვი უგუნდოდ იყო და თითქოს, მის დამატებას წინ არაფერი დაუდგებოდა, მაგრამ სატრანსფერო ფურცელს 2 კვირა ველოდით. რა და როგორ გადაწყდება სხვა მოთამაშეებთან დაკავშირებით, ეს უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ", - ამბობს შალამბერიძე.

ლეგიონერების გარდა, დავინტერესდით, რამდენად რეალურია, რომ მოქმედი ჩემპიონის რიგებში ეროვნული ნაკრების (20 მატჩი, 2 გოლი) ყოფილი თავდამსხმელი დავით თარგამაძეც ვიხილოთ. დონეცკის "შახტარის" ქართველი შემტევი ბოლოს იჯარით "ოლექსანდრიაში" თამაშობდა, სადაც ფეხი მოიტეხა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. ახლახან მან თქვა, რომ საქართველოში სიამოვნებით ითამაშებდა, მაგრამ რეაბილიტაციის კურსს გადის და მაისის ბოლოს კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

ამის მიუხედავად, ხმა დაირხა - შესაძლოა, თარგამაძე "სამტრედიაში" ვიხილოთო. ეს ხმები თავად ფეხბურთელმა უარყო: გუნდის მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს კი ველაპარაკე, მაგრამ ერთ კვირაში ოპერაციას ვიკეთებ, მან მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის ამბავი იკითხაო.

- დავით თარგამაძე: "სამტრედია"? ცეცაძემ მხოლოდ ჯანმრთელობის ამბავი იკითხა

ამაზე სამტრედიელთა მმართველმა დირექტორმაც გვითხრა:

"თარგამაძისნაირი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვაწყენდა, მაგრამ ჩვენც პრესიდან ვიცით, რომ დათო ჯერ კიდევ მკურნალობს. გია ცეცაძეც სუფთა ადამიანური მომენტებიდან და პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე დაუკავშირდა. თავადაც ხვდებით, ასეთ დროს მოთამაშესთან დალაპარაკება ტრანსფერსა და კონტრაქტის გაფორმებაზე გამორიცხულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ დროს რო ფეხბურთელს დაიმატებ ის ან ტრამვიანია და ან უვარგისი რას კამათობთ.?სამტრედიის უპროსობას უნდა გამოასცოროს სიტუაცია მაგრამ ახლა ამის დრო არარის ვერ ხვდებიან მოიცადონ ერტი 20 დგე.გამოჩდება იგროკები.კარგ Fეხბურთელს კარგი პირობა უნდა .ვაიფაი რო არააკ ფეხბურტელს და ტელევიზორი ის გაიკცევა სახში აბა რასიზავს?ჯერ ამაზე იფიქრეთ ვითომ უფროსებო.მერაბ შენ კიდე გადაამოცმე იმფორმაცია და ისე დაცერე .აქ ერთ დგეში ოცი იმფორმაცია იდება ხანდახან ყველა ტყუილი
tarzana
20 მაისი 2017 01:04
0
ოჰ,აბა მომდევნო ლიგა ჩვენია))
:)
20 მაისი 2017 00:47
0
ერთ კვირაში, რომ გუნდი არ იქმნება ვერ გაიგო ამ ხალხმა და თავი ფეხბურთის მცოდნეები გონიათ მათ შორის დინამოშიც. იხეირებენ ზოგიერთები ამ ტრანსფერებით და პირველში თუ არა მეორეში მაინც დაამთავრებებ ლიგას
555
19 მაისი 2017 19:38
0
gamodis rom zxadazis bichi, rom ar hkofiliko da fuli rom ar hkonoda mamamis saoperazio, invalidi unda darcheniliko?? aseti fakti bevria sxva klubebidan da bevr fexburtelebs sheemtxva msgavsi problemebi.aset klubs me klubs ver vutodeb, dasagbobi faktia romel klubshiz ar unda moxdes eseti fakti da samarzxvino.
gogi
19 მაისი 2017 18:40
0
ტბილისის იქით საქართველო არ გინახავს თუ ზედ ეწერა მაგას თბილისელი ვარო ვინც სოფელი ახსენა ? საიდან ხარ არ ვიცი მარა მაგარი გამოუსვლელი რო ხარ მაგ სიტყვებზე გეტყობა
merabiss
19 მაისი 2017 18:33
0
ბიჩო ჯერ ერტი ეგ სამტრედის გულშემატგივარია გუადუა რა ეგრევე თბილის და დინამოს ვარდებით ძაEლებივით თუ მართლა კომპლექი არ გაქვთ ამ თბილისთთან ?ვიღაცამ სოფელი ახსენა და ეგრევე თბილისიო მოვარდებით ხოლმე რა გჭირთ გადაშალეთ წიგნი საქართველოში სხვა ქალაქებიცაა მარა ეგაც თქვენაირიი კომპლექსიანი ვიღაცაა აშკარად ისიც არ იცის რომ სამტრედიაც ქალაქია მოკლედ ბოღმით სანამ გასკდებით ჯერ გაიგეთ ვინ რას გწერთ
ra dgeSi xarts ss
19 მაისი 2017 18:31
0
სოპლის ხსენებას ტავი დაანებეტ დედაკალაკის გუნდმა ხომ ასახელა საკარტველო.
merabi
19 მაისი 2017 18:04
0
ჯერ ის თქვი როგორ მოხვდედი სამტრედიაში და მერე ერტხელ შეეხე ბურთს 5 წუთით იტამაშე და სამტრედიამ გიპატრონოს.. აუ რა დაბოგმილები არიან სამტრედიაზე... სოპლელები თქვენ ხართ. ვაი ტქვენს პატრონს..პრემია ხო კარგად აიგე ჩემპიონობის ისე რო არ გიტამაშია..სამტრედია იქნება რო გადაუვლის ყველას. დინამოსგან განსხვავებით ტანკებით არ დადის..აბა ვინ იტამაშოს ლიგაზე 5 ადგილოსანმა დინამომ ტუ ტორპედომ 3 ლიგის გუნდს რო მოუგო ფინალი?
ra dgeshi xart.. jer is tqvas rogor movida samtrediashi..
19 მაისი 2017 18:02
0
aseti farchaki mmartvelobis da soflis gundis adgili chempionta ligaze araa, gundi romeliz damtvreul fexburtels zurgs sheakzevs da ar umkurnalebs, samarzxvino faktia!
jason
19 მაისი 2017 17:49
0
სასაცილოა უკვე სატირალი რომ არ იყოს ,აქ გულშემატკივარი ერთმანეთს ეკამათებოდა ამ 3 აფრიკელის კლასზე და დონეზე,და თურმე არცერთი არ ჩარიცხულა გუნდში,აუ რამხელა ფარსია მთლიანად ქართული ფეხბურთი
kluivert
19 მაისი 2017 17:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული