გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
სანამ ჩვენი ფეხბურთელებისთვის ფეხბურთის თამაში არის მინდორზე ზოზინი და ბორიალი (1-2 თამაში არ ითვლება) ან სანამ საეჭვოდ წარიმართება ზოგიერთი მატჩები არც ახალგაზრდები მოშორდებიან კომპიუტერებს და არც სხვები წავლენ მოედანზე ასე რომ ბატონო გია ისევ თქვენზეა (ეს ეხება ყველა მწვრთნელსა და ყველა ფეხბურთელს)დამოკიდებული იქნება ანშლაგი თუ არა სტადიონებზე
მურთაზი
22 მაისი 2017 20:48
0
100%-ით ვეთანხმები გია ცეცაძეს!!! ბატონებო, მობრძანდით სტადიონზე... 2 საათი სუფთა ჰაერზე ჯდომად მაინც ღირს, თანაც მაყურებელი უდიდესი სტიმულია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის... გუშინდელი თამაში კი, ბევრ ჩემპიონატს დაამშვენებდა!!!
tngh
22 მაისი 2017 20:44
0
ამდენი კომენტარი აქ არ მახსოვს ყოპილიყო.. გიამ ააფორიაქა თბილისი..ხალხი უსაქმურად არი და სტადიონზე მისვლა ეზარებათ არ კადრულობენ ჩვენს ჩემპიონატს. ალბათ ბარსას ნაირი უნდათ ყველა გუნდი იყოს...მოვა დრო და ტავის სატქმელს იტყვის ქარტული გუნდები და ესენი საერტოდ სტადიონს არ უნდა გააკარო ახლოს
bero
22 მაისი 2017 19:44
0
გია მეც მთაწმინდელი ვარ,დედაჩემიც მამა ვერელია.ორმოცდაათაინებიდან დაიდოდნენ სატდიონზე ორივე.მეც დინამოს სიყვარულში გაიზარდე.წლებია ევროპაში ვცხოვრობ და აქედან ვუყურებ დინამოს თამაშებს.ყოველ ზაფხულს იმედი გვიცრუვდება დინამოს ევროტურნირზე გამოსვლის შემხედვარეთ,მაგრამ რა ვქნა მის გარეშე არ შემიძლია,სენია ჩემი.მაგრამ 2-2რომ გახდა და სამტრედიელი ბავშვი ხმის ჩახლეჩამდე ყვირილით,შუა თითებს აჩვენებდა თბილისელებს,მე ასეთი სიხარული არასოდეს მაქვს სამტრედიას რომ გოლს ვუტანთ.გამორიცხულია დინამოს ნაღდი გულშემატკივარი თუნდაც ტორპედოსთან ასე ამჩატდეს.არ არის ჩვენი საპირწონე სამტრედია.სულ ვუყურებ თამაშებსთქო გია,მაგრამ ეგ ემოცია არ მექნებათქო და გრიშკა და საშკა როგორ მოვიყვანო სტადიონზე,არ აინტერესებთ ეგ ამბავი,ნუ რამდენჯერ უნდა მოუგონ,მთავარი ევროთასებია.ან მაშინ დინამომ ანანიძე ან პირლო ჩამოიყვანოს და მოვა ცოტა მეტი.თორე ასე რას უქომაგონ,ძალით?მე კაი ბიჭი რო გამოჩნდება სამტრედიაში ისიც მიხარია ნაკრებს გამოადგებათქო,რადგან დინამოს და თბილისს არავისთან არაფერი აქვს დასამტკიცებელი
მთაწმინდა
22 მაისი 2017 18:52
0
ფეხბურთზე სიარულს თუ არ წასვლას ვინც დინამოს უხარისხო მინდორს აბრალებს ის უბრალოდ ცრუობს რადგან იგივე დინამოს და ლოკომოტივის საფარს დასაწუნი არაფელი აქ ასევე ნორმალურია სათადარიგო მოედანი ლოკოსი არაუშავს ტორპედოს საფარს და რაც შეეხება დასწრება არ დასწრებას ეგ მარტივი ასახსნელია ახალგაზრდების დიდი ნაწილი მიჯაჭვულია კომპიუტერს არარის მოძრავი და არაინტერესებს სპორტი პლიუს დაბალი დონე.ესარი რეალობა და არა ის რომ სტადიონია თურმე მოუწესრიგრბელი სირცხვილია ესეთი რამ დინამო არენაზე დაწერო კაცმა ძალიან მაგარი სტადიონია ძალიან კარგი აკუსტიკააქ და არაჩვეულებრივი ხედვაა ყველა კუთხიდან მოედნის უბრალოდ ეხლამთავარს მივადექით დინამო ადრე იყო ქვეყნის ნაკრები ფაქტიურად იყო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთი მიჩვეული იყო თბილისელი მაყურებელი დიდ ფეხბურთს და საბჭოეთის დაშლის შემდეგ სამწუხაროდ ხალხმა დაკარგა ინტერესი. თბილისის დინამოს ძველი და ახლანდელი მოყვარულები უმეტესობას ვგულისხმობ სერიოზულად ვერ აღიქვამენ საქართველოს პირველობას ეგ კიარა მაშვინაც როცა ქართული ფეხბურთი გამოეყო საბჭოურს ბევრს ქონდა განცდა რო დიდი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდებოდა და ესეც მოხდა და არა მარტო ჩვენთან სადღაც ინერციით კიდე იყო შემორჩენილი ძველი გვარდია ლობანოვსკი უკრაინაში და რომანცევი რუსეთში სპარტაკთან ერთად და როცა იმ დროს გაზრდილი თაობა წავიდა დიდი ფეხბურთიდან მეტნაკლკებად დაღმასვლა ყველას დაეტყო მიუხედავათ იმისა რო იგივე რუსები ძალიან დიდ თანხებს დებენ ფეხბურთში დამერწმუნეთ ესის აღარ არის რაც ადრე იყო და არც არასდროს განმეორდება.კვინსები და მეორე ხარისხიანი ფეხბურთელები ვერასდროს ვერ მივლენ სტრელცოვთან ივანოვთან პონედელნიკთან ვორონინთან იაშინთან ჩერენკოვთან მესხთან მეტრეველთან ყიფიანთან გუცაევთან შენგელიასთან ძოძუაშვილთან მაჩაიძესთან ასათიანთან ხურცილავასთან გაბელიასთან ბლოხინთან ბელანოვთან ბურიაკთან მუნტიანთან ვერემეევთან ლიტოვჩენკოსთან პროტასოვთან ბესონოვთან მიხაილიჩენკოსთან ზავაროვთან დემიანენკოსთან კოლოტოვთან და ასე შემდეგ კიდე ბევრი არ ჩამოვწერე აქ. ვისაც ამ ხალხის თამაში ერთხელ მაინც უნახავს მწვანე მინდორზე ამაში დამერწმუნება.
qutaiseli
22 მაისი 2017 18:48
0
ნაკრების თAმაშზე აღარ დავდივარ ნერვებს ვუფრთხილდები ეხლა ეგ საცოდაობა მაყურებინეთ კიდე. ჯერ კორუპციას მიხედეთ მერე ბავშთა ფეხბურთს და გულშემატკივარს მერე მოთხოვეთ სტადიონზე სიარული.
lasha
22 მაისი 2017 18:39
0
ტექსტებს დააკვირდით ყველას ერთი ა იგივეე სიტყვები რო უწერიათ ( აქ რატო შემოდიხარ მაშინ ! ლარიან ბილეთებს რო აკეთებ და ნარკომანი რო ხარ ! ) აქ მე გულისტკივილს კიარა ბოღმას ვხედავ ლიჟბი თბილისელზე რამით უკეთესი გამოვჩნდე აი ეს დამოკიდებულებააქვთ ამ ტექსტის ავტორებს
lashari
22 მაისი 2017 17:54
0
ესეთი დონის გუნდს ინგლისში 3 000 კაცი გულშემატკივრობს თუ FA თასზე გამოიჩენს თავს გულშემატკივრების რიცხვი იზრდება 300-400% წლევანდელი ლინკოლნი გაიხსენეთ არსენალმა რომ გამოაგდო თასიდან
ეს დონის ფეხბურთი და ფეხბურთელები ლინკოლნს ვერასდროს ვერ მოუგებენ
ცნობისთვის ლინკოლნი მე5 დივიზიიდან მე4 გადავიდა წელს
vova
22 მაისი 2017 17:43
0
გია როცა ფეხბურთი "სამუშაოა" ფეხბურთელებისთვის და არა სანახაობა არავინ მოვა! ეგრე მეც ვმუშაობ ხელფასზე და მოდი მაშინ ჩემს ოფისთან თბილისელი კაცი თუ ხარ მიგულშემატკივრე და გამამხნევე გოგა! გოგა! გოგა! მარა რატო არ მოდიხარ იცი? სანახაობა არ დაგხვდება და იმიტო. და სანახაობა არც მე დამხვდება სტადიონზე და ვიღაცეების "მუშაობას" ვუყურო? ერთი თამაში რო ითამაშეთ კარგად იმას არ ნიშნავს რომ წარმოდგენებს დგამთ. აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახოთ რას იზამთ ევროტურნირებზე
გოგა
22 მაისი 2017 17:33
0
ორი საათი რომ დავხარჯო ჩაწყობილი თამაშების ყურებაში? უხარისხო და ზარმაცი ფეხბურთელების, უხარისხო მინდორის? გამოხვალთ ევროტურნირებზე და ვნახავთ თუ ხართ ღირსი გულშემატკივრის.
ჯერ ჯგუფური დადეთ და მერე გაგიჩნდეთ ამბიციები, რაც ვიარე მეყოფა თქვენც გაინძერით და მოგვანდომეთ მოსვლა ისევ.
gia
22 მაისი 2017 17:26
0

სიახლეები პოპულარული