გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
Марталс амбобс каци,тквен ки ар могцонт ам, кацис ситквеби, ту ар Арис мартали машин рад шемодихарт ам саитзе да рад интересдебит ангаришебит? Висац ар унда картули пехбурти ис арц интересдеба картули пехбуртит, тквен интересдебит да ар дадихар уметесоба, оридан ерти шеидзлеба сашуалеба ар гаквт да мартла вер гагамткунебс каци, ан мартла сизармацеа
tarosochi
22 მაისი 2017 13:13
0
მაგარი ხარ ცეცა კაჭარავას ბიჭები ყავს მაგარი თვითონ აზრზე არაა რა მოგებასაც იმსახურებდა მანაც კარგად იცის.
sioni
22 მაისი 2017 13:07
0
რას ვუყუროთ რო მოვიდეთ?

ამათ მგონი მართლა ფეხბურთელები ჰგონიათ თავი :დ

ლიგის და უეფას პლეიოფებში ჩამოვა ფაქთახორი, გადაგვივლის და წავა.
საბა
22 მაისი 2017 13:05
0
ნეტაი თქვენ რა
იონა
22 მაისი 2017 13:03
0
აბა რა, სირცხვილი ჩვენ, ხალხს, ასეთ მაგარ ჩემპიონატზე, ასეთ საოცარ სანახაობაზე, ტყავის ბურთის ასეთი ჯადოქრების სანახავად რომ არ დავდივართ. მოკლედ, სამარცხვინო ხალხი ვართ თბილისელები!
ჩვენ სირცხვილი, აბა რა, აბა მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ფედერაციას და სამინისტროს ხო არა!
ეს ჩვენ ვართ სამარცხვინოები)) თქვენ არა)))
Gela
22 მაისი 2017 12:44
0
მართალია ცეცაძე ცოტა ხალხმაც უნდა შევუწყოთ ხელი ჩემპიონატის დონის ამაღლებას. ხალხმაც უნდა მოვინდამოთ თორემ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. უცხოპლანეტელების იმედად ნუ ვიქნებით.
kika
22 მაისი 2017 12:24
0
გია მალადეც მაგარი კაცი ხარ.. გუსჰინ ულამაზესი თამაში იყო... წარმატებები.. კაჩარავა აზე არა უბრალოდ მაგარი ტაობა ყავს..
cecadze nomer pirveli treneri
22 მაისი 2017 12:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული