გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

AutoSharing Option
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):
"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო
ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 77 /
Gela-ს. გადი რა განზე. გიას ეს წუხილი ჩემთვის გასაგებია და ვეთანხმები. შენ კი ჩემო კარგო, ფეხბურთთან არაფერი გესაქმება. ისე, როგორ შეაფასებდი გუშინდელ თამაშს? არ მოგეწონა??? თუ არც კი გინახავს.
guga
22 მაისი 2017 13:54
0
ამ გაზეთში გუშინწინ ჰოლანდიელმა განაცხადა თქვენი ჩემპიონატი ჰოლანდიის მეორე ლიგის დონის არისო. საინტერესოა ჰოლანდიის მეორე ლიგაში რამდენი კაცი დადის სტადიონზე???
haha
22 მაისი 2017 13:42
0
სირცხვილი თქვენ თამაში რო გეზარებათ!!!!
მე
22 მაისი 2017 13:41
0
რისი პატრონი ლაპარაკობ მაგას? ხალხს ესლება ეტყობა ფეხბურთი და იმიტომ არა? მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და ფეხბურთი ჩემი გულის ნაწილია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე არათუ დავდივარ, ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ, რახან დაძაბულია, მაღალ კლასს ნიშნავს? კარგი რა გია!
tamazino
22 მაისი 2017 13:40
0
ორ გადაბმულ პასს ვერ აკეთებენ და სვარკის სანახავად ვერ წამოვალ!
burusa
22 მაისი 2017 13:39
0
დინამოს უნდა ქონდეს 7-8 ათასიანი სტადიონი და ხალხიც ნელ ნელა მიეჩვევა სიარულს, მანდ 5 ათასი კაციც რომ მივიდეს მაინც ისეტი მუხტი ვერ იქნება იმედია კარგად გამიგეთ რასაც ვამბობ... ფიფიას აქვს მე როგორც ვიცი ეს გეგმაში და იმედია მალე გააკეტებს ასეთ სტადიონს
ioseb
22 მაისი 2017 13:34
0
ღადაობ გია? ხალხი მშიერია რა თამაში
ზურიკო
22 მაისი 2017 13:33
0
რისი პატრონი ლაპარაკობ მაგას? ხალხს ესლება ეტყობა ფეხბურთი და იმიტომ არა? მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და ფეხბურთი ჩემი გულის ნაწილია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე არათუ დავდივარ, ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ, რახან დაძაბულია, მაღალ კლასს ნიშნავს? კარგი რა გია!
tamazino
22 მაისი 2017 13:31
0
ნაწილობრივ მართალია ცეცაძე, ყველა ბარსას და რეალის დონეზე ვერ თამაშობს, მაგალითისთვის საშვალო ევროპული ლიგების რანგით მეორე ლიგების სტადიონებიც კი ივსება რომლებსაც დინამო და სამტრედია უშანსოდ მოუგებენ, მაგრამ იქ საკუთარი ქალაქის და გუნდის გულშემატკივრობის კულტურა არსებობს და მოქალაქეობრივი კულტურაც მაღალია, აქ ჩვენთან მოწევა დალევა და ნარკოტიკების მიღების კულტურაა განვითარებული მაღალ დონეზე.
გიოსვანი
22 მაისი 2017 13:18
0
მთაწმინდაზე დაბადება თბილისელობას არ ნიშნავს.თბილისელობა ცხოვრების წესია!ბევრი მსგავსი თამაში თუ იქნება მაყურებელი აუცილებლად მოვა სტადიონზე.
რეზო
22 მაისი 2017 13:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული