გორის "დილამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა. 71-ე წუთზე სხვაობა ორამდე გრიგოლ დოლიძემ გაზარდა.
ამ გამარჯვებით "ტორპედოს" 28 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ქუთასურმა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
- ეროვნული ლიგა. XIV ტური: "კოლხეთმა" "ლოკომოტივს" სტუმრად მოუგო
ეროვნული ლიგის XIV ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება.