ეროვნული ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" ქობულეთში მოიგო

AutoSharing Option
1-ელ ივნისს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XVI ტურის სასტარტო შეხვედრა ქობულეთში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა "შუქურამ" სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

"ჩელე არენაზე" ანგარიში მე-7 წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა და მასპინძლები გაახარა, მაგრამ დროებით. ქობულეთელებმა შესვენებამდე სამი გოლი მიიღეს. მე-15 წუთზე ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა, მე-20 წუთზე რომან ჩაჩუამ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 28-ზე უკვე საბა ლობჟანიძემ შეაგდო. საბოლოო ანარიში მეორე ტაიმის დასაწყისში დაფიქსირდა -  თავი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუციამ (47) გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის "დინამოს"
სატურნირო ცხრილს 37 ქულით ლიდერობს. 31 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს ქუთაისის "ტორპედოს". რაც შეეხება "შუქურას", გიორგი შაშიაშვილის გუნდი 7 ქულით ცხრილის ბოლო, მე-10 ადგილზე რჩება.

ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს მოგვიანებით გაიმართება - 20:00 სთ-ზე ბათუმში, ადგილობრივი "დინამო" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს, დარჩენილი სამი შეხვედრა კი ხვალ, 2 ივნისს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოუჭირდებოდათ :)
kai erti
20:47 01-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული