ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა

AutoSharing Option
2 ივნისს, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ზივ არიემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, ებრაელი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება, სადაც უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდს გაწვრთნის. "დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს.

"ლოკომოტივთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ზივ ავრაჰამ არიემ ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და გუნდის სტაფს გუნდიდან წასვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მან მადლობა გადაუხადა კლუბის მფლობელებს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე იმისთვის, რომ საშუალება მიეცა ვადაზე ადრე გაეწყვიტა კონტრაქტი. ასევე მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებს,
სამწვრთნელო შტაბს და გუნდის პერსონალს.

ზივ არიეს თქმით, მან მიიღო წინადადება ისრაელის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის კლუბიდან, სადაც გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას, მთავარი მწვრთნელის რანგში.

"დილა" მადლობას უხდის ზივ არიეს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში.

ეროვნული ლიგის უახლოეს ორ მატჩში დროებით მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გიორგი დეკანოსიძე შეასრულებს", - იწყება კლუბის პრესსამსახური.

45 წლის ებრაელი სპეციალისტი გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად 2017 წლის დასაწყისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 7 ფრედ დაარულა, 5 კი დათმო. სატურნირო ცხრილში "დილა" 19 ქულით მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ამ ტრენერების ბრალი კი არ არის? ვისაც ჩამოყავს ისინი არიან დამნაშავეები.დილეტანტების ხელში რომ არის ჩვენი ფეხბურთი ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა!!!
Dragonfly
09:57 04-06-2017
0
.. ესენი. ან ვინ ... იყო ეს რომ მოათრიეს ან რა ... გააკეთა. დააბრუნეთ სოსიაშვილი თუ კარგი უცხოელი მწვრთნელი ვერ მოგყავთ
Bobo
20:57 03-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული