13:55 05-06-2017
ჩიხურა-ტორპედო 0:3 - გოლი-ძე! [VIDEO]
AutoSharing Option
დოლიძე - განსაკუთრებით, მაგრამ რაიმე წუნი არც კაპანაძის, გიორგი ქიმაძისა და სხვა რიონისპირელთა თამაშში შეიმჩნეოდა. ეგაა მხოლოდ, რომ საწყის წუთებში ხშირად უხეშობდნენ (ზოგჯერ ყვითელი ბარათის ზღვარზეც), რითიც გამიზნულად შლიდნენ წარმატებისთვის განწყობილი "ჩიხურას" შეტევებს. საჩხერელთა შეტევები კი მართლაც შთამბეჭდავად თვალშისაცემი იყო, თუმცა კონტრშეტევებსაც არანაკლები დაძაბულობა მოჰქონდა.
...და, როცა 17 წუთის განმავლობაში მასპინძელთა გოლი მწიფდებოდა, მოხდა პირიქით: შეტევებში გართულებს გამოეპარათ შესანიშნავ ფორმაში მყოფი დოლიძის ფაქტორი.
გაშვებული გოლის მერე კიდევ უფრო გააქტიურდნენ საჩხერელები. ორ-სამჯერ შტურმის მაგვარიც მოაწყვეს სტუმართა კართან, მაგრამ ამაოდ - ტორპედოელთა მცველები და მეკარე, უმეტეს შემთხვევებში, მშვიდად, დამაჯერებლად ირჯებოდნენ, ხანაც დარტყმები მიზანგაუსწორებელი იყო.
მეორე ტაიმის პირველივე წუთზე, რომ იტყვიან, სალმის თქმაც არ აცალეს ქუთაისელებმა მასპინძლებს: შეუჩერებელი, მოუხელთებელი დოლიძე და მისი გოლი-შედევრი - საჯარიმოს გარედან მარკო ვან ბასტენის (ლეგენდარული გოლი ევრო 88-ის ფინალში) სტილში დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გამოუვიდა.
ამის მერე საჩხერელებში ნერვიულობამ იჩინა თავი. პასებმა დაკარგა სიზუსტე, გახშირდა შეტევების ქაოსურობა, დაოკდა ჟინი და შემართება, თუმცა ორთაბრძოლა, საბოლოო ჯამში, მაინც სანახაობრივად საინტერესო იყო.
მერე კი დოლიძის კიდევ ერთი შედევრი - მოხდენილად "მოჭრა" ბურთი და მეტოქის მთელი დაცვა თავისი მეკარით უსაქმოდ დატოვა.
მატჩის სტენოგრამა
1' - თამაში "ჩიხურას" შეტევებით იწყება. კორიფაძის შორეული ზუსტი პასი. დეკანოიძემ საჯარიმოში შეიგდო ბურთი და შეჰყვა. მცველმა შეტევა გაჭირვებით მოიგერია კუთხურზე, რასაც სარდალიშვილის მწვავე ჩაწოდება და ისევ კუთხური მოჰყვა.
10' - გიგაური თითქმის საკუთარი საჯარიმოდან გზავნის ბურთს მოწინააღმდეგის საჯარიმოში დოლიძის მისამართით. ამ უკანასკნელის ოსტატური დარტყმა ოდნავ არაზუსტია.
11' - ძალიან თვალსასეირო მომენტი: ბურთის ფეხით მოსაგერიებლად საჯარიმო მოედნის გარეთ გამოსულ კვასხვაძეს კინაღამ დაასწრო დეკანოიძემ. ნახევარი წუთი ძიძგილაობენ თავდამსხმელი და მეკარე. გოლკიპერმა ძლივს მონახა პარტნიორი ბურთის მისაწოდებლად.
12' - ბაბუნაშვილის ჩაწოდებული ბურთი ჰამზიჩმა თითქმის ფეხის წვერიდან ააცალა კაპანაძეს.
17' - გოლი! დოლიძემ იმდენად მახვილგონივრულად და იუველირის სიზუსტით დაასვა თავზე ბურთი კარის სიახლოვეს უმეთვალყუროდ მყოფ კაპანაძეს, ვერგატანა კურიოზი იქნებოდა - 0:1.
30' - ივანიშვილის უძლიერეს დარტყმას შესანიშნავი "სეივით" დაუხვდა კვასხვაძე.
35' - დეკანოიძეს ბრწყინვალე რეიდი ჩაუშალეს მცველებმა.
40' - ჭიჭინაძის მიერ გამოტანილი ბურთი მკერდში ხვდება ივანიშვილს. ქუთაისელთა ბედად, მეკარე იქვე იდგა...
46' - გოლი! "ჩიხურას" მცველებმა დოლიძეს ხელი ვერ შეუშალეს ბურთის მიღებაში, დამუშავებასა და აუღებელ დარტყმაში.
60' - გოლი! კაპანაძის უზუსტესი პასი და ისევ დოლიძის აუღებელი, ეშმაკური დარტყმა.
72' - ქუთაისელები ახლოს არიან მეოთხე გოლთან, მაგრამ ტუღუშს ჰამზიჩმა არ გაატანინა.
74' - ლექვთაძის მიერ ხისტად "მოჭრილ" დარტყმაზე კვლავაც საიმედოდ რეაგირებს კვასხვაძე.
75' - ტატანაშვილის "მაკრატელამ" კინაღამ კარის ჩარჩო მონახა.
87' - ჩიკვაიძის "გასროლა" ოდნავ ასცდა კარს და ანგარიშის "დასველება" ვერ მოხერხდა.
ეროვნული ლიგა. XVI ტური
02.06. ივანწმინდა
ჩიხურა-ტორპედო 0:3
0:1 კაპანაძე (17. დოლიძის პასით), 0:2 დოლიძე (46), 0:3 დოლიძე (50. კაპანაძის პასით)
ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, განუგრავა, დობროვოლსკი (55. გორგიაშვილი), დეკანოიძე (55. გელაშვილი), კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (70. ლექვთაძე), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ქავთარაძე, გრიგალაშვილი, მირცხულავა, გაბაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო: რ. კვასხვაძე, ხურცილავა, გ. გურული, ქიმაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი (78. მამასახლისი), ტუღუში, კუხიანიძე, დოლიძე (64. ტაბატაძე), გიგაური, კაპანაძე (68. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, ბურჯანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: კაპანაძე (24), კორიფაძე (52), ხურცილავა (53), მამასახლისი (86)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 13
ბ. არაბული (დინამო თბ) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თამაზ ლაშხი რომ ყოლოდა ჰიტლერს მთავარ იდეოლოგად (რუდოლფ ჰესის მაგიერ) დღესაც არ ეგონებოდა გერმანელ ხალხს რომ ომი წააგეს
0
0
ჩიხურა ნამდვილად სჯობდა თამაშით ტორპედოს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული