ბუდუ ზივზივაძე: მინდა, "სამტრედიას" ევროთასებზე დავეხმარო, მაგრამ...

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ დანიური "ესბიერგის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ყოფილ კლუბში, "სამტრედიაში" შეიძლებოდა დაბრუნებულიყო.

ზივზივაძე საქართველოში დაბრუნდა და "ეროსი მანჯგალაძეზე" ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩს ("სამტრედია"-"კოლხეთი") დაესწრო. სამტრედიელთა ექსფორვარდს ეროვნული ლიგის YouTube-არხზე პირდაპირი ეთერისას მშობლიურ კლუბში დაბრუნებაზე ჰკითხეს და მან ეს ვარიანტი არ გამორიცხა.

- სამტრედია-კოლხეთი 1:1 - ფრე სტუმრის სასარგებლოდ [VIDEO]
- "ესბიერგის" უარი: ბუდუ ზივზივაძე და "სამტრედია" არ გამოვა!

მოგვიანებით Sportall.ge-მ ზივზივაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ ის 25 ივნისს დანიურ კლუბს უბრუნდება.

- პირველ
რიგში, სეზონი შეაფასე. რამდენად გამართლებულია შენი ტრანსფერი "ესბიერგში"?
- გულწრფელად ვიტყვი, რომ ცუდი სეზონი იყო, რაც იმით აიხსნება, რომ ჩემი კლუბი ჩემპიონატიდან გავარდა, მე კი იმდენი ვერ ვითამაშე, რამდენიც მსურდა. თუმცა, ცხადია, ამ ყველაფერს თან დადებითი მომენტებიც ახლდა: უცხოეთში გატარებულმა ოთხმა თვემ, როგორც ფეხბურთელი, ძალიან გამზარდა და ახლა ფეხბურთს სხვა თვალით ვუყურებ. მივიღე უდიდესი გამოცდილებაც - შეცდომები, რომლებიც დავუშვი, მომავალში აღარ განმეორდება.

იმის გათვალისწინებით, რომ "ესბიერგი" ჩემპიონატიდან გავარდა, ჩემს ტრანსფერს ალბათ ყველა უარყოფითად აფასებს, მაგრამ მე სულ არ ვნანობ, რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არავინ იცის, რა იქნებოდა სხვაგან. ამიტომ არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

- ამჟამად საქართველოში იმყოფები. აქ დასასვენებლად ჩამოხვედი თუ დანიური კლუბიდან წამოხვედი?
- კლუბიდან არ წამოვსულვარ, კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. საქართველოში 25 ივნისამდე ვიქნები. შემდეგ დანიაში უნდა დავბრუნდე, 26-ში "ესბიერგი" მოსამზადებელ პერიოდს იწყებს.

- თქვი, "სამტრედიაში" ტრანსფერს არ გამოვრიცხავო. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?
- პროცენტულად ვერ ვიტყვი, რამდენად შესაძლებელია ჩემი საქართველოში დაბრუნება. პირადად მე მაქვს სურვილი, "სამტრედიას" ევროტურნირებზე რაც შეიძლება შორს გასვლაში დავეხმარო, რადგან ამ კლუბში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩავატარე და ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები.

- "სამტრედიასგან" კონკრეტული შეთავაზება იყო?
- არა, კლუბიდან არანაირი შემოთავაზება ყოფილა. მე და გია ცეცაძეს დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და მხოლოდ მასთან მქონდა საუბარი, როგორც მოსწავლეს - მასწავლებელთან. სხვას ვერაფერს ვიტყვი.

- ალბათ, საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩებს თვალს ადევნებ. როგორ ფიქრობ, ჩემპიონატის დონე გაიზარდა?
- "სამტრედიას", თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" თითქმის ყველა მატჩს ვუყურე და იგრძნობა, რომ დონემ მოიმატა. ძალიან დაძაბული მატჩებია და სატურნირო ცხრილშიც კლუბები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან. ეს ყველაფერი მისასალმებელია.

მომწონს ისიც, რომ ყველა მატჩი შუქდება და გულშემატკივარში ჩემპიონატის მიმართ ინტერესი იზრდება. ვფიქრობ, თუ ჩემპიონატის დონემ უფრო აიწია, ეროვნულ ლიგაში თამაშზე არცერთი ქართველი ფეხბურთელი იტყვის უარს. ამისთვის კი ძალიან დიდი შრომა და ფინანსებია საჭირო. სტაბილურად გამართული, მინიმუმ, 5-6 კლუბია საჭირო. კლუბებს სათანადო ინფრასტრუქტურა უნდა გააჩნდეთ, რათა მივიდეთ იმ დონემდე, რაზეც წლებია ვოცნებობთ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
კი მეც მგონია რომ იჩქარა ბუდუმ ზაფხულამდე მოცდა ჯობდა.
პაატა
23:27 07-06-2017
0
ბუდუ გამოდი რომანტიზმიდან.
კლუბში შენი თანაკლუბელები არიან,მათ სცემ პატივს მაგრამ ეს არაა მიზეზი რომ კლუბში დაბრუნდე იმისათვის რომ მეტ ეტაპზე წინ გავიდეს კლუბი.
ვის რჩება ის ფულები თუ იცი?მეორე ეტაპზე მონაწილეობის მიღებაში 220 000 ევროს ანუ 600 000 ლარს იღებს კლუბი,მესამე ეტაპზე 320 000 ევრო ანუ 860 000 ლარი,ანუ საკმარისია რომ მეორე ეტაპი გადალახოს კლუბმა და უკევ 1,5 მილიონი ლარი ჯიბეში აქვს, ამას ემატება მერე ევროპალიგის პლეი ოფის 245 000 ლარი და ჯამში გამოდის 1.75 მილიონი ლარი.
ახლა როგრო ფიქრობ, აპირებენ კი ამ ფულის ბიჭებზე დარიგებას ან ამ ფულის ნაწილის? არა მგონია რომ ამას აპირებდნენ და რომ იმის თავი ჰქონდათ თუნდაც 1 გაბრძოლებისათვის გაფაფხურებულიყვნენ რომ ჯიბეში ამოდენა თანხა ჰქონოდათ. ამიტომაც არ გადაგიხადეს არაფერი რომ კლუბში დარჩენილიყავით წამყვანი ფეხბურთელები და ახლა "მინდა დავეხმაროო" ან მართლა მაგარი მიამიტობაა,ან რაღაც სხვა რამ ხდება მანდ. თუკი იქნებოდა ნათქვამი აი ბიჭებო მოვიგოთ მეორე ეტაპი,და ჯიბეში გარანტირებული გავქვს 1,75 მილონი ლარი, აქედანაც 1 მილიონი ფეხბურთელებსო,ეს სულ სხვა ბაზარი იქნებოდა, მაგრამ ასეთ წინადადებას სამტრედიაში არავინ გააკეთებდა, ისევ ვიმეორებ,ამის უნარები რომ ჰქონდეთ, ვალს აიღებდნენ და არავის გაუშვებდნენ,ფიფიასთან არ იქნებოდა ძნელი მოლაპარააკება არაბულზე და არც ლობჟანიძეს დაიკლებდნენ.
ასე რომ, შეეშვით ჰაერის რყევას და რარღაც უაზროი მითქმა -მოთქმებს.
Guadua
10:14 08-06-2017
0

სიახლეები პოპულარული