"სამტრედია": ბელოვი დაემატა, სუხომლინოვი წავიდა, აფრიკელები ჯერ არ ჩანან

AutoSharing Option
"სამტრედიაში" საკადრო ცვლილებები რომ აუცილებელი იყო, ეროვნული ლიგის პირველივე წრეში გამოჩნდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ფიქრობს.

იყო ინფორმაცია აფრიკელთა შესაძლო დამატებაზე, მაგრამ განელი სადათ ბუკარი და სენეგალელი მუსამბა სამბუ ჯერ არსად ჩანან. ამ მომენტისთვის გუნდს მხოლოდ რუსი გარემარბი კონსტანტინ ბელოვი დაემატა.

განახლების პროცესში, ცხადია, გუნდი რამდენიმე მოთამაშეს შეელევა. პირველი ასეთი რუდოლფ სუხომლინოვი აღმოჩნდა. "სამტრედიას" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 24 წლის უკრაინელმა მცველმა კლუბი უკვე დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ფულს მოუჭერენ და არ დაიმატებენ არავის ,ჩავთვალოთ ,რომ ჩაისვრიან სასტიკად....
vai tqvens patrons
12:14 06-06-2017
0
რას გულისხმობთ ამ ჩასვრაში ვერ ვიგებთ ერთი ეტაპის გადალახვა ჩვენთვის იქნება ზეიმი და დანარჩენებს ვისაც არ დაგაკმაყოფილებთ სხვა გუნდებს მოთხოვეთ.
samtredski
13:14 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული