"ფეხბურთი იმ სიამოვნებას ვეღარ მანიჭებს... მას მერე სულ შიშს ვგრძნობ"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ლევან ყენიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ყენიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს "ინტერნეტკონფერენციიდან".

მკითხველი:
- გამარჯობა, ლევან. მახსოვს შენი პირველი წარმატება, პირველი დიდი გოლი და მას მოყოლილი უიღბლო პერიოდი, რომელიც ჯერჯერობით, მე ასე ვხედავ, არ დამთავრებულა. მზად ხარ თუ არა, ახალი მონდომებით, შემართებით და თავდადებით ყველას აჩვენო (მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებსაც), რომ შენს ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება შესაძლებელია და სავსებით რეალურიც? ყველა
შენს გულშემატკივარს, დარწმუნებული ვარ, აინტერესებს, ისევ ისე უყვარს თუ არა ლევან ყენიას ფეხბურთის თამაში, როგორც პატარა ლევანს უყვარდა, დიდ "შალკეში" თამაშის დროს? მადლობა დაუვიწყარი წუთებისთვის, რომლებიც გვაჩუქე და რომლებსაც კიდევ გვაჩუქებ მომავალში :)
- დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად ვარ. ტრავმებმა ძალიან გამაწვალა. "სლავიასთან" ერთად მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მქონდა დასახული. ჩემს შანსს აქ ვხედავდი, ამისთვის ვიბრძოდი, ვუძლებდი კონკურენციას, რომელიც ჩემს პოზიციაზე დიდი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ ტრავმა და აგერ, ცხრა თვეა, ისევ ფეხბურთის გარეშე ვარ. მსგავსი უიღბლობა იშვიათობაა...

აშენებ, აშენებ და ბოლოში მისული ტრავმას იღებ, რომელიც ფსიქოლოგიურ დარტყმას გაყენებს, თუმცა მე ვცდილობ, დავბრუნდე და კვლავ ვითამაშო ფეხბურთი.

ფეხბურთი იმ სიამოვნებას ვეღარ მანიჭებს, რომელსაც 17-18 წლის ასაკში. მაშინ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, ტრავმების მერე კი მუდმივად შიშს ვგრძნობ. ვცდილობ ამ ყველაფრის გადალახვას, თუმცა მიჭირს. ყველა გამიგებს და დამეთანხმება, ვისაც კი მძიმე ტრავმა გადაუტანია.

მკითხველი:
- ლევან, შეიძლება ითქვას, რომ შენი კარიერა გადატვირთვის ეტაპზეა. როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ეროვნული ლიგა შენთვის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ტრამპლინად გამოდგეს, თუ ამის იმედი ნაკრების თამაშებში უფრო გაქვს?
- ევროპაში მითამაშია და მწვრთნელები ასე თუ ისე მიცნობენ. ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და იციან ჩემი ტრავმების შესახებ, იციან, რა დროც დავკარგე მათ გამო.

არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში მაშინ, როცა კვლავ ავთამაშდები. ჩემს შესაძლებლობებს ალბათ იცნობენ, მაგრამ საუკეთესო ფორმაში მყოფსაც კი ნაკლებად მეძლეოდა შანსი ნაკრებში.

სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა აქ შეგიძლიათ - ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამდენი წელია მესმის ქართული ფეხბურთი არველაძეებმა დაღუპესო, ვისაც ვეკითხები(ყოველგვარი ირონიის გარეშე), როგორ დახუპეს მეთქი ვერავინ მიხსნის. იქნებ შენ ამიხსნა თუ არ შეწუხდები ჩამომიწერე ერთი, როგორ დაღუპეს არველაძეებმა ქართული ფეხბურთი?
egreee-s
16:49 19-06-2017
0
ხასლხოო ვერ ხვდებიტ რო პეხბურტი საქარტველოსჰი აგარ არსებობსსს?? რას ეტენებიტ ხან ვის ხან ვისსს რაც გვეხერხება იმას მივაქციოტ კურადგებააა....პეხბურტს არველადზეები ააგორდზინებენნნ...როგორც დაგუპესსს და სჰეაზიზგეს ქარტველ კაცს პეხბურტიიი...
egreee
14:27 19-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული