[სავარაუდო ტრანსფერი] გამოვა ოთარ მარცვალაძე და ბათუმის "დინამო"?

AutoSharing Option
გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდის, ოთარ მარცვალაძის გადაბირება სურს.

32 წლის თავდამსხმელმა ახლახან დატოვა ყაზახური "ორდაბასი" და უგუნდოდაა. თუ ტრანსფერი შედგა, ევროთასების მონაწილე ბათუმური კლუბი შეტევაში სოლიდურ შევსებას მიიღებს.

ოთარ მარცვალაძეს საქართველოს ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "დინამოსა" და გორის "დილაში" უთამაშია, მისი კარიერის დიდი ნაწილი კი რუსულ კლუბებს უკავშირდება. ოთარს საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ფოტოა სამი ქართველი საუკეთესო ფეხბურთელია ერთად: ოთო, თოკო და საბა. გაიხარეთ ბიჭებო.
გაიოზი
17:23 19-06-2017
0
ოთარს ვთხოვთ, დაეხმაროს ქართულ ფეხბურთს, თავის დიდი გამოცდილებით ის ნამდვილად საჭირო და კარგი ფეხბურთელია. გავიხსენოთ მისი პასი ხორვატიასთან თამაშის მიწურულს.
gizog
17:15 19-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული