უცხოური ვარიანტებიც მაქვს - ბაჩანა არაბული "დინამოს" დატოვებს?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოსთან" 21 ივნისს გასამართი მატჩი, შესაძლოა, ბაჩანა არაბულისთვის თბილისის "დინამოს" რიგებში ბოლო იყოს.

ხმები გავრცელდა, "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს გუნდში თბილისის "დინამოს" თავდამსხმელის დაბრუნება სურსო. შეგახსენებთ, რომ არაბულმა წინა სეზონი იჯარის წესით სწორედ "სამტრედიაში" გაატარა და კლუბთან ერთად საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი "დინამოში" დაბრუნდა.

Sportall.ge დაინტერესდა, რამდენად რეალურია არაბულის დაბრუნება "სამტრედიაში". ამასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება თავად ფორვარდს ვთხოვეთ.

"თვის ბოლოს "დინამოსთან" კონტრაქტი მიმთავრდება და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, სად გავაგრძელებ კარიერას. ყველა შემოთავაზებას განვიხილავ.

შემოთავაზებები კი
როგორც ქართული, ისე უცხოური კლუბებიდან მაქვს. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი თვის ბოლოს გაირკვევა", - გვითხრა არაბულმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გარინჩა ისე შენ მაგრად გცოდნია ფეხბურთი... აბა არ უნდა ეთამაშა სამტრედიის წინააღმდეგ? ეს ფეხბურთი და თამაშია მეგობარო მსოფლიო მაშტაბით ყველა ესე მოიქცევა და ლოგიკურიცაა აბა ხოარ დაწვებოდა მინდორზე. არცერთი გოლი არ აღუნიშნია ბაჩოს. ჯერ გაერკვიე ფეხბურთში და მერე დაწერე აზრიანი.
გარინჩას
12:00 21-06-2017
0
სამტრედიას დაცვაა ნომერ პირველი პრობლემა ტუ არ გაზლიერდა კატასტროფა გველოდება კარაბახტან
0

სიახლეები პოპულარული